„თა­ზოს ფო­ტო­ე­ბი ვნა­ხე და მოვ­კვდი. საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო ცოდ­ვა და­ა­დე­ბი­ნა ჩემს ქმარს“

© Photo: Pixabay ქალი კომპიუტერთან
ქალი კომპიუტერთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
16 თე­ბერ­ვალს გუ­და­ურ­ში 28 წლის ბიჭი მოკ­ლეს. მოკ­ლუ­ლი თაზო გორ­თა­მაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც სამ­თო კუ­რორტის ერთ-ერთ ბარ­ში ბარ­მე­ნად მუ­შა­ობ­და.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. 16 თე­ბერ­ვალს გუ­და­ურ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მ.კ.-ს გუ­შინ ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რუდ­გი­ნეს ბრა­ლი. 39 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც 28 წლის თაზო გორ­თა­მაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო და აგ­ვის­ტოს ომის მო­ნა­წი­ლეა.

გიორგი ხიზანიშვილის მიერ გუდაურში გადაღებული ფოტო - Sputnik საქართველო
ვინ იყო 28 წლის ბიჭი, რომელიც გუდაურში მოკლეს – ფოტოები სოციალური ქსელიდან

მოკ­ლუ­ლი თაზო გორ­თა­მაშ­ვი­ლი სამ­თო კუ­რორტის ერთ-ერთ ბარ­ში ბარ­მე­ნად მუ­შა­ობ­და.

„მთა­ვარ­მა არ­ხმა“ გა­ავ­რცე­ლა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რით გა­და­ღე­ბუ­ლი ორი ვი­დეო, რო­მელ­ზეც ჩანს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის და მოკ­ლუ­ლის და­პი­რის­პი­რე­ბის კად­რე­ბი. რო­გორც კად­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, მ.კ.-ს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ეს­ხა თავს და მას ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ, თუმ­ცა რა უძღო­და წინ ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას, უც­ნო­ბია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კად­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე მო­ი­თხოვს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს ბრალ­დე­ბა გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დეს, რად­გან ის რე­ა­ლუ­რად თავს იცავ­და.

დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მე­უღ­ლის ნატა ქი­ტე­საშ­ვი­ლის პოს­ტი, რო­მელ­შიც ის წუ­ხილს გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რის გამო და წერს, რომ მისი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა სა­მუ­და­მოდ შეც­ვა­ლა ამ ტრა­გე­დი­ამ.

დაკავება - Sputnik საქართველო
გუდაურში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია სავარაუდო დამნაშავე

„თა­ზოს ფო­ტო­ე­ბი ვნა­ხე და მოვ­კვდი. საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო ცოდ­ვა და­ა­დე­ბი­ნა ჩემს ქმარს, ამ ულა­მა­ზე­სი ბი­ჭის... გა­ი­უ­ბე­დუ­რა თავი და ჩემი მე­უღ­ლეც გა­ა­უ­ბე­დუ­რეს. თქვენ გგო­ნი­ათ მე­რა­ბი რომ გა­მო­ვი­დეს ცი­ხი­დან (და ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­დეს), ამ ბი­ჭის ცოდ­ვა ცხოვ­რე­ბის ნორ­მა­ლუ­რად გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს?! არა და არა! ხო, მეც მო­მიკ­ლეს ქმა­რი! ის ისე­თი ვე­რა­სო­დეს იქ­ნე­ბა რო­გო­რიც ადრე იყო! ისე­თი ლაღი და მხრებ­ში გაშ­ლი­ლი... ქა­თამს ვერ კლავ­და ეს მთა­სა­ვით კაცი და კა­ცის მოკ­ვლა მის­თვი­საც სიკ­ვდი­ლის ტოლ­ფა­სია, და­მი­ჯე­რეთ.

ავ­ღა­ნეთ­ში ერთი ჯა­რის­კა­ცი აუ­ფეთ­ქდა ნაღ­მზე, თვე­ე­ბი არ ეძი­ნა, სულ გი­ორ­გი ედგა თვალ­წინ, ის ბიჭი არ მომ­კვდა­რა, გა­დარ­ჩა, მაგ­რამ ინ­ვა­ლი­დი დარ­ჩა და სულ მას­ზე დარ­დობ­და, ლო­ცუ­ლობ­და, კი­თხუ­ლობ­და მის ამ­ბავს... არ მო­ას­ვე­ნებს არას­დროს თა­ზო­ზე დარ­დი!" – წერს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მე­უღ­ლე.

 

ყველა ახალი ამბავი
0