02:12 03 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4778
  • 100 RUB4.0593
  • USD3.1813
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (155)
64 0 0

სახელმწიფომ 2019 წლიდან თითოეულ ბავშვზე სოციალური დახმარება ხუთჯერ გაზარდა – ოჯახებმა თითოეულ ბავშვზე თვეში 50 ლარის მიღება დაიწყეს.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოში, იანვრის მონაცემებით, სოციალურ დახმარებას 432 ათასი ადამიანი იღებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 11,6%-ს შეადგენს. აქედან 152,2 ათასი ბავშვია, იუწყება პირველი არხი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საერთო რაოდენობიდან 46,6 ათასი 6 წლამდე ბავშვია, ხოლო 105,5 ათასზე მეტი – 6-დან 18 წლამდე.

სოციალურ დახმარებას 2019 წლის დეკემბერში იღებდა 427,3 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 2019 წლის იანვარში – 442,1 ათასზე მეტი.

სახელმწიფომ 2019 წლიდან თითოეულ ბავშვზე სოციალური დახმარება ხუთჯერ გაზარდა – ოჯახებმა თითოეულ ბავშვზე თვეში 50 ლარის მიღება დაიწყეს.

იმისთვის, რომ ოჯახმა სოციალური დახმარება მიზანმიმართულად დახარჯოს, 50 ლარიდან 30 ლარი კვების პროდუქტებისთვის არის განკუთვნილი. ამ თანხას ოჯახები მხოლოდ პროდუქტებზე ხარჯავენ და ამ პროდუქტებს იძენენ სოციალური ბარათების მეშვეობით. დანარჩენ 20 ლარს ისინი ნაღდი ფულის სახით იღებენ. ზოგიერთ რეგიონში მოსახლეობა ამ თანხას მთლიანად ფულის სახით იღებს.

ახალი რეგულაციის თანახმად, საქართველოში 2020 წლის აპრილიდან სოციალურად დაუცველ ოჯახებს სარეიტინგო ქულების გადამოწმების პერიოდში სოციალური დახმარების მიღება აღარ შეუწყდებათ.

სოციალური აგენტები ოჯახებს ოთხ წელიწადში ერთხელ ამოწმებენ და მათ სარეიტინგო ქულებს ადგენენ. თითოეული ოჯახის შემოწმებაზე დაახლოებით 20 დღეა საჭირო. სარეიტინგო ქულები საკითხის შესწავლიდან დაახლოებით 1 თვეში შედის ძალაში, ხოლო ახალი ქულების მინიჭების შემდეგ საშუალოდ 20 დღეში ხდება სოციალური დახმარების განახლება. შემოწმების პერიოდში ოჯახები ინარჩუნებენ სოციალურად დაუცველის სტატუსს, მაგრამ მათთვის ფულის გაცემა წყდება.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (155)

მთავარი თემები