Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნახეთ როგორ ცხოვრობს ქართველი გოგო, რომელიც ენრიკე იგლესიასმა სცენაზე აიყვანა – ფოტოები

© Photo: Tamuna Sichinava / FBთამუნა სიჭინავა
თამუნა სიჭინავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
როდესაც ენრიკე იგლესიასმა ბათუმში კონცერტი გამართა, სცენაზე ქართველი გოგო – 19 წლის თამუნა სიჭინავა აიყვანა. ქართველი გოგონას და ცნობილი ვარსკვლავის კოცნას დიდი ხანი განიხილავდნენ...

ყველას ახსოვს ალბათ 2011 წლის აგვისტოში ბათუმში ცნობილი ესპანელი მომღერლის ენრიკე იგლესიასის კონცერტი, სადაც რამდენიმე ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი. ენრიკემ მსმენელი ჯერ ქართული მისალმებითა და სცენიდან შეძახილით – „გაგიმარჯოთ!" გააოგნა, შემდეგ აღნიშნა, რომ მშვენიერ ქვეყანაში ჩამოვიდა და მსმენელიც შეუდარებელი იყო.

მომღერალმა ცნობილი სიმღერები და ახალი კომპოზიციები შეასრულა 2010 წლის ალბომიდან. 19 წლის თამუნა კი განსაკუთრებით იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან მომღერალმა იგი კომპოზიცია Hero-ს შესრულებისას სცენაზე აიყვანა, უმღერა და რამდენჯერმე კოცნითაც დააჯილდოვა.

View this post on Instagram

A post shared by 𝓣𝓪𝓶𝓾𝓷𝓪 🌸 (@tamuna_sichinava_s) on

კონცერტის დასრულების შემდეგ კი მომღერალმა კონტრაქტი დაარღვია და ჟურნალისტებს მცირე ინტერვიუ მისცა.

View this post on Instagram

#eveningmood 😊🌸

A post shared by 𝓣𝓪𝓶𝓾𝓷𝓪 🌸 (@tamuna_sichinava_s) on

„აღფრთოვანებული ვარ. მომღერალმა წინასწარ არასდროს იცის, თუ როგორი გამოვა კონცერტი, თუმცა ამჯერად ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მე მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩამოვედი“, – აღნიშნა მუსიკოსმა.

View this post on Instagram

🖤

A post shared by 𝓣𝓪𝓶𝓾𝓷𝓪 🌸 (@tamuna_sichinava_s) on

ამ დღის შემდეგ თამუნა სიჭინავა ერთ დღეში ძალიან პოპულარული გახდა. წარმოშობით სენაკელი გოგონა ინტერვიუებში ჰყვებოდა, რომ მისი ოცნება ახდა და ენრიკეს პირისპირ შეხვდა. თამუნა ამბობდა, რომ 9 საათი მოუწია სცენასთან დგომა იმისთვის, რომ წინა რიგებში მოხვედრილიყო და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ენრიკე სცენაზე სწორედ მას აიყვანდა.

View this post on Instagram

Lisi lake💓

A post shared by 𝓣𝓪𝓶𝓾𝓷𝓪 🌸 (@tamuna_sichinava_s) on

მას შემდეგ თითქმის 9 წელი გავიდა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ გოგონა გათხოვდა და მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავს. სავარაუდოდ, ახლა 28 წლისაა და შეუდარებლად გამოიყურება.

ყველა ახალი ამბავი
0