შსს-ს ექსპრესფილიალები ბორჯომსა და მარნეულში ამუშავდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაცობი წერეთლის გამზირზე
საცობი წერეთლის გამზირზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი მანქანები იმ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მოსახლეობას მოემსახურება, სადაც მოქალაქეებს ამ დრომდე ე.წ. მე-12 ოთახით სარგებლობა ან საპოლიციო სერვისის მისაღებად სხვა, ახლომდებარე ქალაქში ჩასვლა უწევთ

თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალები ბორჯომსა და მარნეულში ამოქმედდა, ნათქვამია უწყების მერ გავრცელებულ განცხადებაში.

ექსპრესფილიალები - ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომობილები, რომელთაც მოქალაქეების ელექტრონული განცხადებების მიღება შეუძლიათ.

ექსპრესფილიალები აღნიშნულ ქალაქებში 7 მარტამდე დარჩებიან, შემდეგ კი სხვა რეგიონებში გადაინაცვლებენ.

პიკის საათი თბილისში - Sputnik საქართველო
მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორ ეტაპად ჩატარდება

ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, დროის ნაკლები დანახარჯით, ქალაქიდან გაუსვლელად, ერთი სარკმლის პრინციპით მიიღოს 50-მდე საპოლიციო სერვისი, მათ შორის მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობის მიღება და სხვ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე ბორჯომში  ექსპრესფილიალების სამუშაო პროცესს დაესწრო და მომხმარებელთა შეფასებები მოისმინა.

„ექსპრესფილიალები კახეთში და იმერეთის რეგიონში უკვე განთავსდა და ეტაპობრივად, მთელ საქართველოს მოიცავს. თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი მანქანები იმ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მოსახლეობას მოემსახურება, სადაც მოქალაქეებს ამ დრომდე ე.წ. მე-12 ოთახით სარგებლობა ან საპოლიციო სერვისის მისაღებად სხვა, ახლომდებარე ქალაქში ჩასვლა უწევთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

პროექტის მიზანია საპოლიციო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და რეგიონული კომპონენტის გაძლიერება.

ყველა ახალი ამბავი
0