17:36 26 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2607
  • USD2.7946
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1343)
1249 0 0

ბერა ივანიშვილმა პატარა ბერუკას ფოტო გამოაქვეყნა. ბიჭუნას სახე მშობლებმა დაბადებიდან ორი თვის შემდეგ გამოაჩინეს. მშობლები სოციალური ქსელის მომხმარებლებს ეკითხებიან, ვის უფრო ჰგავს მათი ვაჟი. ნახეთ რას პასუხობს ანუკი

ბერა და ნანუკა ქართველ წყვილებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობენ. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მომღერალს უამრავი მსმენელი ჰყავს. მილიარდერის ვაჟმა სახელი ძალიან სწრაფად, ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო ცხელ პერიოდში გაითქვა. ივანიშვილების ოჯახს პირველი შვილიშვილი ბერამ აჩუქა. პატარა ბიჭს ბერუკა დაარქვეს. ის 2019 წლის დეკემბრის თვეში დაიბადა. ამ პერიოდის მანძილზე მშობლები მასთან გადაღებულ სურათებს ხშირად აქვეყნებდნენ, მაგრამ სახეს უმალავდნენ. ბერუკა ივანიშვილის პირველი ფოტო სოციალურ ქსელში ნანუკამ და ბერამ ერთობლივად გამოაქვეყნეს. ამჯერად ორი თვის ბერუკა ივანიშვილის სახე თამამად გამოაჩინეს.

View this post on Instagram

Does he look more like mom or dad? (We’ll count ALL your comments 😄)

A post shared by BERA (@beraofficial) on

ბერუკას სურათის კომენტარებში ცნობილი ქართველები და ბერას თაყვანისმცემლები დადებით კომენტარებს არ იშურებენ. პატარა ბიჭს ნანუკა გუდავაძეს ამსგავსებენ. ფოტოს ცნობილი დიზაინერი და ოჯახის მეგობარი ანუკი არეშიძეც გამოეხმაურა. ანუკის აზრით, პატარა დედას უფრო ჰგავს.

View this post on Instagram

Father and son 💙 1 month - 2 months

A post shared by BERA (@beraofficial) on

წყვი­ლის ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 2018 წლის სექტემბერში გავ­რცელ­და. პირველი, რაც ბერა ივანიშვილის მომავალ მეუღლეზე გახდა ცნობილი, ის არის, რომ მშვენიერი გოგონა ყოფილი მოდელია და ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. ნანუკა გუდავაძე, გავრცელებული ინფორმაციით, 14 წლის ასაკში დიზაინერ ბიჭოლას ბრენდის სახე იყო. ამჟამად ის მოდის ბლოგერია.

View this post on Instagram

My 💙 1 month - 2 months

A post shared by BERA (@beraofficial) on

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე 2018 წლის სექტემბერში დაოჯახდნენ. ჯვრისწერა სვეტიცხოველში გამართეს და გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. წყვილმა საზოგადოებას აპრილის თვეში გაუზიარა სასიხარულო ამბავი – მათ ივანიშვილების ოჯახს პირველი შვილიშვილი აჩუქეს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1343)

მთავარი თემები