Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

როგორ გამოიყურებოდა თიკა ფაცაცია წლების წინ?- ტელეწამყვანის ბუნებრივი სილამაზე

© Photo: Tika Patsasia / FBთიკა ფაცაცია
თიკა ფაცაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეწამყვანი ნებისმიერ ასაკში შეუდარებლად გამოიყურება. თიკა ფაცაცია დახვეწილი მანერებითა და ქარიზმით დიდ ყურადღებას იპყრობს. ყოფილი მოდელის ძველ ფოტოებზე თიკას  ბუნებრივი სილამაზე კარგად ჩანს

ერთ-ერთი ყველაზე მხიარული, მომღიმარი, ულამაზესი ყოფილი მოდელი და ტელეწამყვანი გულგრილს არავის ტოვებს. თიკა ფაცაციას ყოველდღიური ცხოვრება ყველას აინტერესებს. მისი მიმზიდველი გარეგნობა, ჩაცმულობა, დახვეწილი მანერები და საუბრის სტილი უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. და ასეც არის... თიკას ტელეეკრანზე გამოჩენა დიდი ზეიმია და გადაცემებს რეიტინგიც შესაბამისი აქვს.

View this post on Instagram

20 years strong. Love you 💞💞💞

A post shared by Andro (@androsamiatasi) on

უმშვენიერეს მომღერალ და ტელეწამყვან თიკა ფაცაციას მეუღლის მიმართ ინტერესი არ ნელდება. ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკა, დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია, თუმცა წყვილის ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენას და თავს არიდებს კამერებს. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე არც ფა­ცა­ცი­ას უყ­ვარს სა­უ­ბა­რი. მათი ოჯა­ხი მრა­ვა­ლი წლის წინ შე­იქ­მნა, ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა თიკა კარიერას იწყებდა. და­ვით ან­თე­ლი­ძე მა­შინ ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და, ფა­ცა­ცია ტე­ლე­ვი­ზორ­ში ნახა და თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, პი­რა­დად გა­ეც­ნო. თიკას და დავითს სამი ვაჟი ჰყავთ- უფ­რო­სი თვრა­მე­ტი წლი­საა, უმ­ცრო­სი − ხუ­თის. ტელეწამყვანი, აღნიშნავს, რომ ფორმაში ყოფნის სტიმულს მისი მეუღლე ანიჭებს.

ტელეწამყვანის უფროსმა ვაჟმა დედის ახალგაზრდობის ფოტოები გამოაქვეყნა. თიკა ფაცაციას ხელუხლებელი სილამაზე აღფრთოვანებას იწვევს. აშკარაა, რომ ტელესახეს პლასტიკური ქირურგიისთვის არ მიუმართავს. ძველ ფოტოებზე დაყრდნობით თიკა შეუდარებლად გამოიყურება. აღნიშნული სურათები 21 წლის წინ არის გადაღებული. იტალიაში მოგზაურობისას თიკას მისმა მეორე ნახევარმა დავით ანთელიძემ გადაუღო. სავარაუდოდ, ეს მათი პირველი საერთო მოგზაურობაა იტალიაში.

ყველა ახალი ამბავი
0