ცენტრალური ავტომაგისტრალი ავტოტრანსპორტის ყველა სახეობისთვის გაიხსნა

© Facebook / Roads Department of Georgiaრიკოთის უღელტეხილი
რიკოთის უღელტეხილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს გზის გაწმენდით სამუშაოებს, რათა უმოკლეს ვადაში აღდგეს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

შროშა–ზესტაფონისა (174-192 კმ) და ჩუმათელეთი–ხუნევის (138-158 კმ) მონაკვეთებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ოთხშაბათს თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო აიკრძალა.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
როდის დათბება საქართველოში: სინოპტიკოსების პროგნოზი

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ამ დროისთვის ავტომაგისტრალზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.

თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 37-80 კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა. ტრანსპორტის დანარჩენი სახეობებისთვის კი გადაადგილება ნებადართულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

თოვლისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე დიდი სატვირთოების გადაადგილება აკრძალულია.

გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ყველა ახალი ამბავი
0