Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„რთული პერიოდი მქონდა, ცხოვრებისგან მიჩვეული ვარ!“ – თამო ვაშალომიძის გაუჩინარების მიზეზი

© Photo: Tamo Tamo Vashalomidze / FBთამო ვაშალომიძე
თამო ვაშალომიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკანდალური თამო ვაშალომიძე არც სოციალურ ქსელში, არც ტელეეკრანებზე აღარ ჩნდება. პოპულარული და სექსუალური ქალბატონი დეპრესიას ებრძვის, მიზეზებს კი სოციალური ქსელის მომხმარებლებს უმხელს.

თაყვანისმცემლების მაღალი ინტერესის გამო თამო ვაშალომიძემ მათ კითხვებს საჯაროდ უპასუხა. დიდი ხანია, რაც სექსუალური და გამომწვევი ფოტომოდელი ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. „კითხვარი გამოვაქვეყნე და 99% მეკითხება, რატომ შევიცვალე და რატომ გავქრი“, – ვიდეომიმართვას ფოტომოდელი ამ სიტყვებით იწყებს. ახალ წლამდე და ახალი წლის შემდეგ თამო ვაშალომიძემ აქტიურობას მოუკლო. ამის მიზეზებზე კი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს.

View this post on Instagram

💞

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

იმის გათვალისწინებით, რომ სკანდალური ტელესახე ეკრანებზე აღარ ჩანს, თაყვანისმცემლებმა იეჭვეს, რომ ის კარიერას დაემშვიდობა. დეპრესიისგან თავის დასაღწევად, როგორც ჩანს, თამო ვაშალომიძე საკუთარ თავზე აქტიურად მუშაობს. მან „ფოლოვერებისთვის“ ვიდეო ჩაწერა, რომელშიც გარკვევით ჰყვება საკუთარი პრობლემის შესახებ. მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როდესაც არავინ და არაფერი არ უნდა. სწორედ ასეთი განწყობა აქვს ფოტომოდელს და ეს რამდენიმე თვეა გრძელდება.

„ხდება ცხოვრებაში, რომ არ ვართ კარგად და უბრალოდ არ გვინდა აქტიურობა. არ გვსურს სოციალური ქსელები და რეალურ ცხოვრებაში გამოჩენა“ – ამბობს თამო ვაშალომიძე. მიუხედავად იმისა, რომ ტელესახე გარკვეული პერიოდის მანძილზე არ აქტიურობდა, ამ ვიდეოს მერე ის „პოსტივის“ ახალ სტუდიას ეწვია და დილის გადაცემაში სხვადასხვა ისტორია მოყვა. მისი გაუჩინარების მიზეზი კი გადაღლა აღმოჩნდა. თამო ახალი ძალებით სოციალურ ქსელსა და ტელეეკრანებს დაუბრუნდა.

ყველა ახალი ამბავი
0