ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

© photo: Sputnik / Stringerთოვლი მთაში
თოვლი მთაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუშინ, საღამოს თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო აიკრძალა.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

თოვლი გზაზე - Sputnik საქართველო
ვითარება გზებზე: ბოლო ცნობები

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა თოვისა და ლიპყინულის გამო დაწესდა.

გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა დღეისათვის საქართველოს და სომხეთის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო გზაა. "ყაზბეგი–ზემო ლარსის" საბაჟო-გამშვები პუნქტი ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის საზღვარზე.

ყველა ახალი ამბავი
0