Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ქრისტინე იმედაძის ქალიშვილი დედას ტყუპისცალივით ჰგავს – თინეიჯერის უახლესი ფოტოები

© Photo: Christine Imedadze / FBქრისტინე იმედაძე
ქრისტინე იმედაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალსა და ტელეწამყვან ქრისტინე იმედაძეს ერთი ქალიშვილი ჰყავს. პოპულარული ტელესახის გოგონა საკუთარ გვერდზე ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს. ნახეთ, როგორ ჰგავს დედას ანასტასია ჯაკობია.

ცნობილი ტელეწამყვანი 24 წლის ასაკში დაოჯახდა. მისი რჩეული საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლაშა ჯაკობია იყო. წყვილის სასიყვარული ისტორია სწრაფად განვითარდა, თუმცა ისინი მალე დაშორდნენ. ქრისტინე და ლაშა ქორწინებაში სულ წელიწად-ნახევარი იყვნენ. მათ ულამაზესი ტაისია შეეძინათ. ცნობილ სახეს მხოლოდ ერთი ქალიშვილი ჰყავს. პატარა გოგონა რაც უფრო იზრდება, დედას მით უფრო მეტად ემსგავსება. ამას ქრისტინეს ფანებიც აღნიშნავენ. ტაბლოიდები კი აქტიურად წერენ ქრისტინეს წარუმატებელ სიყვარულსა და ერთადერთ ქალიშვილზე.

View this post on Instagram

A post shared by Tai_taisia (@taisia_j) on

ტაისია ჯაკობიას მამასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. მამა-შვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს და გოგონა ფეხბურთელ მამასთან გადაღებულ სურათებს ხშირად აქვეყნებს. როგორც ჩანს, ქრისტინე და ყოფილი მეუღლე მეგობრობენ. ტაისია კი, თავის მხრივ, დედ-მამას საკუთარი წარმატებებით ახარებს და ანებივრებს. თინეიჯერი გოგონა სკოლაში  სხვადასხვა ოლიმპიადებსა თუ კონკურსებზე მიღებულ სერტიფიკატებს აქვეყნებს, რასაც ცნობილი დედის პოპულარული კოლეგები ეხმაურებიან.

ქრისტინე იმედაძის პირად ცხოვრებას დაოჯახებამდეც განიხილავდნენ, ხოლო ქმართან დაშორების შემდეგ ტელესახეს სხვადასხვა წარმატებულ მამაკაცთან აწყვილებენ. ცნობილია, რომ ქრისტინე იმედაძე წარუმატებელი ქორწინების შემდეგ აღარ დაოჯახებულა. მას ურთიერთობა ბიზნესმენ თოშა ქებურიასთან ჰქონდა. მილიონერ თოშასა და ქრისტინე იმედაძეს ერთმანეთი უყვარდათ. წლების წინ ქრისტინე გამოტყდა, რომ თოშასთან მომავლის გეგმებიც აკავშირებდა. მილიონერი ახლა დაოჯახებულია და მეორე შვილი ცოტა ხნის წინ გაუჩნდა.

View this post on Instagram

A post shared by Tai_taisia (@taisia_j) on

სოციალურ ქსელში ტაისიასა და ცნობილ დედას ხშირად განიხილავენ. გოგონა ქრისტინეს სულ უფრო და უფრო ემსგავსება. ამას მისი უახლესი ფოტოებიც მოწმობს. 35 წლის ქრისტინე იმედაძე მრავალფეროვანი კარიერით გამოირჩევა. ყოფილმა ბალერინამ მომღერლობა ისურვა, შემდეგ ტელეეკრანებზე გადაინაცვლა, ახლა კი დიზაინერობა გადაწყვიტა. საკუთარი ძალებით დიზაინერული სახლი „სამი“ დააფუძნა და ქალბატონებს გემოვნებიან ტანისამოსს უქმნის. ცნობილი ქართველი მსახიობის სილამაზე და ტანწერწეტობა გენეტიკამაც განსაზღვრა. მოგეხსენებათ, მომღერალი ცნობილი ქართველი მსახიობისა და ტელეწამყვანის ია ფარულავას ძმისშვილია.

ყველა ახალი ამბავი
0