Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მადლობა ღმერთს, რომ გაჩნდი...“ – მამულიჩა ლელას იუბილეს ულოცავს

© Photo: Lela Tsurtsumia / FBლელა წურწუმია
ლელა წურწუმია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი პოპ-დივა ლელა წურწუმია იუბილარია. დაუჯერებელია, მაგრამ მომღერალი 51 წლის გახდა. ნახეთ, როგორ ულოცავს მეუღლე დაბადების დღეს.

ელეგანტური, ეშხიანი, განსაკუთრებული ტემბრისა და ხმის მქონე მომღერალი წლებია აქტუალობას არ კარგავს. უშუქობაში დაწერილი და ლელა წურწუმიას მიერ შესრულებული სიმღერები დღემდე ჰიტია. მისი შემოქმედება ლელა წურწუმიას ქალიშვილის თანატოლებმაც კი ზეპირად იციან და ყოველ სოლო კონცერტს დიდი ინტერესით ელოდებიან. წარმოუდგენელია – ლელა წურწუმია 51 წლისაა. საქართველოში ერთადერთი ქალი შემსრულებელია, რომელმაც სოლო-კარიერის მანძილზე 12 ალბომი გამოუშვა. ბნელი 90-იანების დასაწყისში დაწყებული ბრწყინვალე კარიერა დღემდე წარმატებით გრძელდება.

ქართველი მოკაშკაშე ვარსკვლავი და ყველასათვის საყვარელი პოპ-დივა წლიდან წლამდე არ იცვლება. ლელა წურწუმიამ კარიერა 90-იანებში დაიწყო. კახა მამულაშვილთან დაოჯახების შემდეგ კი მისი ოჯახი უფრო პოპულარული გახდა. წყვილმა შოუ-ბიზნესში კარიერა ერთად დაიწყო. კახა მამულაშვილი პოპ-დივას კონცერტებს ხელმძღვანელობს. სოციალურ ქსელში მომღერლის მეუღლემ ლელა წურწუმიას ფოტო გამოაქვეყნა და საჯაროდ გადაუხადა ღმერთს მადლობა, რომ ის გაჩნდა.

ლელას პარალელურად მამულიჩაც გამოირჩევა სოციალურ ქსელში აქტიურობით. მის გვერდზე სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება ვარსკვლავებთან გადაღებული სახალისო ფოტო-ვიდეოები. განსაკუთრებულ ყურადღებას კი მისი ოჯახის წევრები იქცევენ. ლელა წურწუმია ქართველი პოპ-მომღერალია, რომელმაც პირველმა შესთავაზა ერთგულ მსმენელს კონცერტი სანახაობრივი ეფექტებით. გამოშვებული აქვს 12 ალბომი, გადაღებული აქვს 10 მუსიკალური ვიდეო. მისი ალბომი „სულელი წვიმა“ 2003 წლის ყველაზე მაღალტირაჟიან ალბომად დასახელდა.

ყველა ახალი ამბავი
0