გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აღდგა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს სამხედრო გზა
საქართველოს სამხედრო გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს დილით გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების მაღალი რისკის გამო  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

დღეს დილით გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების მაღალი რისკის გამო  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ცოტა ხნის წინ კი შეზღუდვა მოიხსნა მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის.

ხულო - Sputnik საქართველო
თოვლი აჭარაში – სკოლებისა და საბავშვო ბაღების ნაწილი დაიკეტა

 ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ამ ეტაპზე საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ქარბუქისა  და დაბალი ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია კვლავ ფარავნის უღელტეხილზეც (კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-104-ე კმ. მონაკვეთი).   გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0