საქართველოში ტბები და წყალსაცავები გაიყინა

გამოწერა
ამ ზამთარს საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე ერთი გრადუსით მაღალია, ნალექი კი ნორმის ფარგლებშია.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, თავი შეიკავოს გაყინულ ტბებსა და წყალსაცავებზე გადაადგილებისგან.

ბათუმი - Sputnik საქართველო
ძლიერი ყინვა და ნალექი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ბოლო დღეებში საქართველოს მთელი ტერიტორიაზე მკვეთრად აცივდა. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით ტემპერატურა მინუს 13 გრადუსამდე დაეცა, დღისით კი პლუს ექვსი გრადუსი დაფიქსირდა. დასავლეთ საქართველოში ღამით მინუს რვა, დღისით კი +10 გრადუსი იყო. მთაში და მაღალმთაში ღამით მინუს 27, დღისით კი მინუს 4 გრადუსი იყო ნავარაუდევი.

„ტემპერატურის ვარდნის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ტბებსა და წყალსაცავებზე შეინიშნება ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა. მათზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილება კატეგორიულად აკრძალულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, არ გადაადგილდეთ გაყინულ ტბებზე, რადგან ყინული შესაძლოა მარტივად ჩატყდეს, რაც სახიფათოა თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვა შესუსტდება, თუმცა მოსალოდნელია ნალექი.

ამ ზამთარს საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე ერთი გრადუსით მაღალია, ნალექი კი ნორმის ფარგლებშია.

საქართველოში ყველაზე ცივი ზამთარი ბოლოს 2011 წელს იყო. მაშინ ჰაერის საშუალო ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში +3, +4 გრადუსს მიაღწია, აღმოსავლეთში კი - 0-1 გრადუსს.

ყველა ახალი ამბავი
0