საქართველოში უსაფრთხო ინტერნეტის დღე აღნიშნეს

© Pixabay / Pixabayმოზარდი პლანშეტით
მოზარდი პლანშეტით - Sputnik საქართველო
გამოწერა
„უსაფრთხო ინტერნეტის დღე" საერთაშორისო მოძრაობაა, რომელსაც ყოველწლიურად უერთდება მილიონობით ადამიანი, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოში „უსაფრთხო ინტერნეტის დღე" აღინიშნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მთავრობის, კერძო და სამოქალაქო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

Wifi მცხეთაში  - Sputnik საქართველო
საქართველო ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში მსოფლიო ათეულშია

„უსაფრთხო ინტერნეტის დღე" 2005 წლიდან თებერვლის მეორე კვირის ყოველ სამშაბათს აღინიშნება. მისი მიზანი ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობა და, განსაკუთრებით, ბავშვები დაცული იყვნენ იმ საფრთხეებისგან, რომლებიც ამ სივრცეში არსებობს. ჩვენ ევროკავშირის დახმარებითა და მსოფლიო ბანკის ექსპერტების ჩართულობით ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების ეროვნული სტრატეგია შევიმუშავეთ. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყანაში ინტერნეტ-უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც მალე დავასრულებთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა.

„უსაფრთხო ინტერნეტის დღე" საერთაშორისო მოძრაობაა, რომელსაც ყოველწლიურად უერთდება მილიონობით ადამიანი, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ყველა ახალი ამბავი
0