ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია

© AFP 2024 / Pascal Pochard-Casabiancaთოვლი
თოვლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გუდაური–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ძლიერი ქარისა და შეზღუდული ხილვადობის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი–ზემო ლარსი“ დღეისათვის ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0