20:19 05 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3422
  • 100 RUB4.3130
  • USD2.9841
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (164)
73 0 0

ეკატერინე ტიკარაძე პირობას დებს, რომ ერთობლივი ძალისხმევით უახლოეს დროს საქართველოში გადაიჭრება მშიერი ბავშვების პრობლემა, რომელთა ზუსტი რაოდენობაც მისთვის უცნობია

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. მთავრობას კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ ბავშვებმა არ იშიმშილონ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის" ფარგლებში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რა დროსაც დაიღუპა ორსული ქალი, მისი ოთხი შვილი და ნათესავი ქალი, საქართველოში კვლავ ალაპარაკდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მძიმე მდგომარეობაზე. ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ არასაკმარისად ეხმარება ასეთ ოჯახებს და ქვეყანაში უამრავი ბავშვი შიმშილობს.

დეპუტატების შეკითხვაზე საპასუხოდ, ტიკარაძემ განაცხადა, რომ ბავშვებისთვის დახმარება ხუთჯერ გაზრდილია, არსებობს სასურსათო ვაუჩერები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და მთავრობას მომავალი თაობის საკეთილდღეოდ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი.

„შიმშილობენ თუ არა ბავშვები საქართველოში - ეს საკითხი წლების წინაც ცხარე დისკუსიის საგანი იყო და დღესაც მწვავედ დგას. უნდა აღვნიშნო, რომ 2019 წლის იანვრიდან ხუთჯერ გაიზარდა ბავშვებისთვის გაწეული დახმარება. ასევე არსებობს საკვები ვაუჩერები, მაგრამ ვთვლით, რომ ეს არ არის საკმარისი ბენეფიტი. აღმასრულებელ მთავრობას ჯერ ბევრი აქვს სამუშაო იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები არამხოლოდ არ შიმშილობდნენ, არამედ მათი კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ უახლოეს დროს ერთობლივი ძალისხმევით აღნიშნული პრობლემა გადაიჭრება.

„ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ყველას ერთობლივი საზრუნავია. ერთობლივი ძალებით და ჩვენი მოტივაციით დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ამ პრობლემის დაძლევასაც. ჯანდაცვის სამინისტროს ნამდვილად ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და პარტნიორი უდგას გვერდში, რომ გავაანალიზოთ ის პრობლემები, რაც დღეს ჩვენ გვაქვს და ასევე, ვმუშაობთ გამოსავალზე, რაც ყველაზე კეთილგონიერი იქნება ბავშვებისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა ტიკარაძემ.

სოცუზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის დეკემბერის მონაცემებით, სოციალურად დაუცველად მიიჩნეოდა 18 წლამდე ასაკის 150,2 ათასი ადამიანი, აქედან 46,3 ათასი ჯერ 6 წლის არ გამხდარა.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (164)

მთავარი თემები