„მაგარი ბიჭი სადმე გადაგეყრება, დედას უტირებ“ – ლაშა ტალახაძე ზუკა ბერძენიშვილს პასუხობს

© Sputnik / STRINGERლაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლაშა ტალახაძე ზუკა ბერძენიშვილის კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება. სპორტსმენი საზოგადოებას სთხოვს, არ აყვნენ არაჯანსაღ კრიტიკას.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორი ზუკა ბერძენიშვილი მრავალგზის რეკორდსმენ ლაშა ტალახაძეს სოციალური ქსელის მეშვეობით შეურაცხყოფას აყენებს. 

ბერძენიშვილის გაბრაზება ლაშა ტალახაძის იმ ფოტომ გამოიწვია, რომელზეც მსოფლიოში აღიარებული ქართველი სპორტსმენი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთადაა აღბეჭდილი.

 

მსოფლიო ჩემპიონმა ბერძენიშვილს სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხა.

„ესეთ მაგარი ბიჭი სადმე გადაგეყრება, დედას უტირებ, მერე შენი ბრალია, ძალადობ ან კუნთებზე იყურები. მინდა მადლობა გითხრათ მეგობრებო გვერდში დგომისთვის. ამასთან ერთად მინდა გთხოვოთ, რომ არ მიაქციოთ ყურადღება ესეთ უმადურ და გაბოროტებულ ადამინებს. მათ სურთ მაგარი ბიჭები გამოჩნდენ და პიარი გაიკეთონ არა ჯანსაღი კრიტიკით", – წერს ლაშა ტალახაძე.

გასულ სეზონში ლაშა ტალახაძე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ორივე ტურნირი ქართველმა ძალოსანმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო. ამასთან, ტალახაძის ყოველ ოქროს თან ახლდა მსოფლიო რეკორდი, და თან ქართველმა სპორტსმენმა თავისივე შედეგები გააუმჯობესა.

ყველა ახალი ამბავი
0