Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

გიორგი ყიფშიძის ყოფილმა მეუღლემ ახალი სიყვარული იპოვა – ის ჩცდ-ის მსახიობზეა შეყვარებული

© Photo: Ani Chikviladze / FBანი ჩიკვილაძე
ანი ჩიკვილაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გიორგი ყიფშიძემ 20 წლით უმცროს მსახიობზე იქორწინა. როგორც ჩანს, მისი ყოფილი მეუღლე ანი ჩიკვილაძეც შეყვარებულია. წყვილის ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

რამდენიმე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე მე­სა­მედ და­ქორ­წინ­და. 42 წლის მსა­ხი­ობ­მა 24 წლის მსა­ხი­ობ გო­გო­ნა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქორ­წი­ნა. წყვილ­მა იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი­დან ქორ­წი­ნე­ბის მოწ­მო­ბის ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა. წყვი­ლი საერთო შვილსაც ელოდება.

გიორგი ყიფშიძის პირადი ცხოვრება მუდმივად აქტუალურია. კრისტი ყიფშიძესთან დაშორების შემდეგ მან მხატვარ ანი ჩიკვილაძეზე იქორწინა. ხმები მათი დაშორების შესახებ წლების მანძილზე ვრცელდებოდა, თუმცა ისინი კვლავ ერთად ჩნდებოდნენ საზოგადოებაში. ანის და გიორგის საერთო ვაჟი სანდრო ჰყავთ. რამდენიმე თვის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ყიფშიძე ანი ჩიკვილაძესაც დაშორდა.

როგორც ჩანს, ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი მის­მა ყო­ფილ­მა მე­უღ­ლე­მაც იპო­ვა. ის სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობზე ლაშა კურტანიძეზეა შეყვარებული, რომელიც საზოგადოებამ ნარ­კო­ტი­კის სკან­და­ლით გა­იც­ნო, რის გამოც ის ტე­ლე­წამ­ყვან ლე­ვან როს­ტოშ­ვილ­თან ერ­თად იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. მე­გობ­რებს გა­მო­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას ედა­ვე­ბო­და. სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ლე­ვან როს­ტოშ­ვილს 8 წლით, ლაშა კურ­ტა­ნი­ძეს კი 5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და.

2017 წლის 12 ოქ­ტომ­ბერს ლაშა კურ­ტა­ნი­ძე პრე­ზი­დენ­ტმა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა შე­ი­წყა­ლა და ის ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ლაშა კურ­ტა­ნი­ძე და ანი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გრძნო­ბებს არ მა­ლა­ვენ და სა­ერ­თო ფო­ტო­ებ­საც აქ­ვეყ­ნე­ბენ. მე­გობ­რე­ბი კი კო­მენ­ტა­რებ­ში უწე­რენ რომ „ძა­ლი­ან ლა­მა­ზი წყვი­ლია“.

ყველა ახალი ამბავი
0