Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

გვანცა დარასელია მალდივებზე მეუღლესთან ერთად ისვენებს – ფოტოები

© Photo: Gvantsa Daraselia / FBგვანცა დარასელია და ვახო მჭედლიძე
გვანცა დარასელია და ვახო მჭედლიძე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელი და ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში სულ უფრო აქტიურდება. როგორც ჩანს, შვებულების გატარება გვანცამ მეუღლესთან ერთად, რომანტიკულ გარემოში, მალდივებზე გადაწყვიტა. ნახეთ, რა ფოტოებს აქვეყნებს ის.

სექტემბერში ულამაზესი ტე­ლე­წამ­ყვან­ი 30 წლის გახდა და და­ბა­დე­ბის დღე ოჯახ­თან ერ­თად თურ­ქეთ­ში აღ­ნიშ­ნა. ყო­ფი­ლი მო­დე­ლი ლი­ლე­სა და ერეკ­ლეს დე­დაა. გვან­ცას მე­უღ­ლე ვახო მჭედ­ლი­ძე ყო­ფი­ლი მო­რაგ­ბე, ამ­ჟა­მად კი ბიზ­ნეს­მე­ნია. წყვი­ლი თით­ქმის 10 წე­ლია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია. გვანცა დარასელიას სიყვარულის ისტორია 2011 წლიდან იწყება. ცნობილ ტელეწამყვანს სიყვარულის დამალვა დიდხანს არ გამოუვიდა. მალე გაირკვა, რომ მისი რჩეული ყოფილი მორაგბე ვახო მჭედლიძე იყო.

წყვილმა ერთმანეთი ერთ-ერთ საღამოზე გაიცნო, სადაც გვანცამ იმღერა. მოდელის გარეგნობითა და ხმით მოხიბლულმა ვახომ გვანცას გაცნობა გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ მას ტელეეკრანზე მომავალი ცოლი ნანახი არ ჰყავდა. გვანცას ხმამ და ციმციმა თვალებმა ვახოს ყურადღება მიიქცია და იმ საღამოს კომპლიმენტიც მიიღო. ურთიერთობა სოციალურ ქსელში მიმოწერით გაგრძელდა. როგორც ტრადიციულ ქართულ ოჯახში გაზრდილი გოგონა, გვანცა ვახოს შეხვედრაზე დიდხანს ეუბნებოდა უარს.

დიდი თუ პატარა ძალისხმევის მიუხედავად, აშკარაა, რომ წყვილი ერთად არის და მათ ორი შვილიც ჰყავთ. უფროსი ერეკლე და უმცროსი ლილე, რომელიც გვანცამ ქვეყნად ვახოს დაბადების დღეზე მოავლინა. როგორც ჩანს, უმშვენიერეს ოჯახს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და პატარა და-ძმას მშობლები სწორედ ამას ასწავლიან. გვანცას მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე კარგად ჩანს, რომ ერეკლე და ლილე ისე მეგობრობენ, როგორც გვანცა და მისი ძმა.

შვებულებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის „სხვა შუადღის“ წამყვანი მეუღლესთან ერთად მალდივებზე ატარებს და სოციალურ ქსელში ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს.

ყველა ახალი ამბავი
0