05:33 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჩვენ და ბუნება (35)
50 0 0

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს პარკში ეკოლოგიური დერეფნების შექმნას ირმისა და არჩვისთვის.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. იგეგმება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის გაფართოება – მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ორშაბათს წარედგინება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია დიდი ზომის ძუძუმწოვრებისა და საქართველოს წითელი ნუსხის ორი სახეობის – კავკასიური კეთილშობილი ირმისა და კავკასიური არჩვისთვის ეკოლოგიური დერეფნების შექმნა.

ამ მიზნით 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 151 ათასი ლარის გამოყოფა იგეგმება, რაც საჭირო იქნება ხარაგაულის ეროვნულ ადმინისტრაციაში დამატებით ექვსი თანამშრომლის ასაყვანად და მათი აღჭურვისთვის.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ბუნებრივ პარკად ითვლება. მისი ფართობი დაახლოებით 105 ათასი ჰექტარია და ის მოიცავს ექვს მუნიციპალიტეტს – ბორჯომი, ხარაგაული, ხაშური, ახალციხე, აბასთუმანი და ბაღდათი.

პარკი 1995 წელს დაარსდა და საქართველოში პირველ ეროვნულ პარკად ითვლება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

პარკი უზრუნველყოფილია აუცილებელი ინფრასტრუქტურით – მოწყობილია ტურისტული ბილიკები, გამოყოფილია სპეციალური საპარკინგე და საკემპინგე ადგილები. პარკში როგორც საშუალო, ისე რთული 11 ტურისტული მარშრუტია.

საქართველოში დღეისთვის 86 დაცული ტერიტორიაა. ყველაზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს თბილისის ეროვნულ პარკს, ყაზბეგის ეროვნულ პარკს, პრომეთეს მღვიმეს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს.

თემები:
ჩვენ და ბუნება (35)

მთავარი თემები