18:04 16 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5049
  • 100 RUB4.3127
  • USD3.0651
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (95)
38 0 0

გასულ წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით საქონლის უფასო ვაქცინაცია ჩატარდა დაავადებებზე: თურქული, ჯილეხი, ცოფი, ბრუცელოზი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი და ა.შ.

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. 2019 წელს საქართველოში ცხოველების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით 4,8 მილიონზე მეტი ვეტერინარული მანიპულაცია ჩატარდა, იუწყება Новости-Грузия სურსათის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დიდი სამუშაოები ჩატარდა და ის ვეტერინარული ღონისძიებები, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, ქვეყანაში მესაქონლეობის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა.

ჩატარებული ვეტერინარული ღონისძიებები ხელს უწყობს ეპიდემიოლოგიური აფეთქებების თავიდან აცილებას, ზოონოზური დაავადებების შემცირებას ცხოველებსა და ადმიანებში, ფერმერების დაცვას ეკონომიკური ზარალისგან, კეთილსაიმედო ქვეყნის იმიჯის დამკვიდრებას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა დაავადებებზე: თურქული, ჯილეხი, ცოფი, ნოდულარული დერმატიტი, ბრუცელოზი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი, ცხვრის და თხის ყვავილი.

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში იდენტიფიცირებულია 785,5 ათასი სული მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი.

ქვეყნის მასშტაბით არსებულ ექვს ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტში გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგოდ უფასოდ დამუშავდა 720,4 ათასი სული მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ვეტერინარული ღონისძიებები მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (95)

მთავარი თემები