მომხიბლავი ქართველი ფინანსური ანალიტიკოსი Amazon-ის ჯგუფს შეუერთდა

© photo: Mariam Kvantaliani / FBმარიამ კვანტალიანი
მარიამ კვანტალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტების სამსახურში აყვანა Amazon-ის გუნდისთვის, როგორც ჩანს, ტრადიციად ყალიბდება, რაც ძალზე სასიხარულოა.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტი მარიამ კვანტალიანი 2020 წლის თებერვლიდან უმსხვილესი ინტერნეტ-კომპანია Amazon-ის პროფესიონალთა გუნდს შეუერთდება, იუწყება Marketer.ge.

მარიამი სიეტლში, კომპანიის სათავო ოფისში, WorldWide Operations-ის დეპარტამენტში ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე იმუშავებს.

„17 თებერვლიდან დავიწყებ ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობას WorldWide Operations დეპარტამენტში, კერძოდ Outbound Network-ის გუნდში. ეს გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს ოპერაციებთან, ფინანსებთან და ლოგისტიკასთან, რათა მართოს „ამაზონის“ მომხმარებლებისთვის პროდუქტების სწრაფი და ზუსტი მიწოდების პროცესი. ჩემი მოვალეობა იქნება განვავითარო მექანიზმები და ფინანსური მოდელები, რომლებიც სხვადასხვა პროექტისთვის ეფექტური ფინანსური ანალიზის საშუალებას მოგვცემს და სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება მენეჯერებს", – აღნიშნა მარიამმა.

აშშ-ში მარიამი ფულბრაიტის პროგრამით მოხვდა. ეს აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული უმსხვილესი საერთაშორისო გაცვლითი პროგრამაა განათლების სფეროში.

ამჟამად მარიამი კომპანია Superior Plus Energy Services-ში უფროს ფინანსურ ანალიტიკოსად მუშაობს. ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს-ადმინისტრირების სპეციალობაში მან საქართველოს უნივერსიტეტში მიიღო. ხოლო შემდეგ მაგისტრის ხარისხის მისაღებად ის სირაკუზის უნივერსიტეტში (Syracuse University) გაემგზავრა.

ახალგაზრდა ქართველი პროგრამისტი ქალი Amazon-ის გუნდის წევრი გახდა>>

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა კიდევ ერთი ახალგაზრდა სპეციალისტის ლაკო გრიგალაშვილის შესახებ საქართველოდან, რომელიც Amazon-ის ჯგუფს 2020 წლის ივნისიდან შეუერთდება.

ყველა ახალი ამბავი
0