მილიონერი იპოვეს – ნახეთ ვინ მოიგო ჯეკპოტი და რაში დახარჯავს მოგებულ თანხას

© Pixabay / ChiniGarayლატარია
ლატარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
21 იანვარს „ლოტო 6/42“-ის 193-ე გათამაშებაში გამარჯვებულმა 1 182 454 ლარი მოიგო. გამარჯვებულს რამდენიმე დღე ეძებდნენ.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. პირი, რომელმაც „ლოტო 6/42“-ში ჯეკპოტი მოიგო, 39 წლის გიორგი კვაჭაძეა, რომელიც ბათუმში, თამარის დასახლებაში, ე.წ. „იმედის ქალაქში“ ცხოვრობს. ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

ლატარეა EuroMillions - Sputnik საქართველო
იძებნება მილიონერი! – პირს, რომელმაც ჯეკპოტი მოიგო, ვერ პოულობენ

გამარჯვებული გამოცემასთან ჰყვება, რომ ლატარიას თითქმის ყოველ კვირას თამაშობს, მოგებული ჯეკპოტის შესახებ კი სალაროსთან გაიგო, რადგან ეგონა, რომ მხოლოდ 4 რიცხვი დაემთხვა. გიორგი ამბობს, რომ თავი სიზმარში ჰგონია, მას შემდეგ არ სძინავს და ხუთი კილო დაიკლო. მოგებულ თანხას ოჯახს მოახმარს, თანხას შვილების განათლებაში ჩადებს და მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს ახალ ტელეფონებსაც უყიდის.

კომპანია „საქართველოს ეროვნული ლატარია“ რამდენიმე დღე ეძებდა ადამიანს, რომელმაც მოიგო „ლოტო 6/42“ ლატარიის მილიონიანი ჯეკპოტი.

21 იანვრის 193-ე გათამაშებაში გამარჯვებულმა 1 182 454 ლარი მოიგო.

ყველა ახალი ამბავი
0