მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიკობი ბრაიანტი
კობი ბრაიანტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კობი ბრაიანტი, რომელმაც კარიერა 2016 წელს დაასრულა, 20 სეზონის განმავლობაში გამოდიოდა NBA-ში "ლოს-ანჯელეს ლეიკერსში" და ხუთჯერ გახდა ლიგის ჩემპიონი.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. NBA-ს ხუთგზის ჩემპიონი კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის მსხვერპლი გახდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости TMZ-ზე დაყრდნობით.

ავარიის მიზეზს არკვევენ. გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის ბრაიანტი სულ ცოტა სამ ადამიანთან ერთად საკუთარი ვერტმფრენით მოგზაურობდა. მასმასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრაიანტთან ერთად იმყოფებოდა მისი 13 წლის ქალიშვილიც. წინასწარი მონაცემებით, ბორტზე გაჩნდა ხანძარი. ყველა დაიღუპა.

კობი ბრაიანტი, რომელმაც კარიერა 2016 წელს დაასრულა, 20 სეზონის განმავლობაში გამოდიოდა NBA-ში „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში" და ხუთჯერ გახდა ლიგის ჩემპიონი, 18-ჯერ მიიღო მონაწილეობა ვარსკვლავების მატჩში, იყო რეგულარული ჩემპიონატის ყველაზე ფასეული მოთამაშე და ორჯერ პლეი-ოფის ფინალური სერიის ყველაზე ფასეული მოთამაშე.

NBA-ს ყველაზე შედეგიან მოთამაშეთა ნუსხაში ბრაიანტს მესამე ადგილი ეკავა (33643 ქულა), სანამ რამდენიმე დღის წინ მისი შედეგი ლებრონ ჯეიმსმა არ მოხსნა.

აშშ-ის ნაკრების შემადგენლობაში კალათბურთელმა 2008 და 2012 წლების ოლიმპიურ თამაშებზე გაიმარჯვა და მოიგო ამერიკის 2007 წლის ჩემპიონატი.

კალათბურთის ლეგენდის გარდაცვალებას გამოეხმაურა ცნობილი ქართველი კალათბურთელი, „გოლდენ სტეიტ უორიორზის" ყოფილი მოთამაშე ზაზა ფაჩულია.

„ძალიან ადრეა. ძალიან სამწუხაროა. ზედმეტად ბევრი გატეხილი გული. ზედმეტად ბევრი ცრემლი. მადლობა ზედმეტად ბევრი მოგონებებისთვის", – დაწერა ზაზა ფაჩულიამ თავის Facebook-გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0