დიდთოვლობა საქართველოში: გზებზე შეზღუდვების ნაწილი მოხსნილია

© photo: Sputnikთოვლი გზაზე
თოვლი გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდთოვლობის გამო, საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფო მნიშვნელობის რამდენიმე გზაზე შეზღუდვები დაწესდა

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საქართველოს გზებზე დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოხსნილია, იუწყება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

მანგლისი - Sputnik საქართველო
ვითარება გზებზე: ბორჯომის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

კერძოდ, ალპანა-ცაგერის გზის 10-22-ე კმ მონაკვეთზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა, ასევე აღდგა 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ამასთანავე, რთული რელიეფის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 1-22-ე კმ მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.      

ასევე, ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიურმა თოვამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა >>

აგრეთვე, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის 4-28-ე კმ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია, ხოლო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გასულ დღეებში დაწესებული სხვა შეზღუდვები მოხსნილია. საქართველოს სხვა გზებზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0