„რამდენი რამ გადავიტანეთ, მაგრამ ასეთი რთული არაფერი ყოფილა“ – ანიტას დედის მიმართვა

© Pixabay / Cimabueბავშვი
ბავშვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც ავსტრიის შემდეგ ანიტას ოპერაციაზე იტალიის კლინიკამაც უარი თქვა, ბავშვის ოპერაციის ჩატარებაზე პასუხისმგებლობა კი ვერც ბელარუსმა აიღო, ანიტას ოჯახმა შეთავაზება ინდოეთიდან მიიღო.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ორი წლის ანიტა ფაცაციას დედა მიმართვას ავრცელებს. მარიკო სადრაძე ამბობს, რომ ბავშვის ნახვა დღეში მხოლოდ ერთი საათით შეუძლია და ეს მისთვის ძალიან რთულია.

სტრესის დროს ხატვა დაგეხმარებათ - Sputnik საქართველო
მამა სევერიანემ პატარა ანიტა დახატა – ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება

„აუტანელია ის საათები, რომლებსაც მის გარეშე ვატარებ და მასთან ყოფნაც რთულია, რადგან ძალიან დასევდიანებული მხვდება ჩემი გოგო. ალბათ ვერ გაუგია რატომ დატოვა დედამ ამდენ ექიმთან მარტო და სად წავიდა თვითონ. 2.5 წლისაა, მაგრამ ვიცი ბევრ რამეს აცნობიერებს და იქნებ ნაწყენიცაა ჩემზე, ამიტომ ხშირად არ მეკონტაქტება. ლაპარაკი ისედაც არ შეუძლია ინტუბაციის მილის გამო. რამდენი რამ გადავიტანეთ, მაგრამ ასეთი რთული არაფერი ყოფილა, რადგან მაშინ ერთად ვიყავით”, – წერს ანიტას დედა.

ორი წლის ანიტა ფაცაციას გულზე აქვს უმძიმესი დაავადება – დილატაციური კარდიომიოპათია. პატარას ინდოეთში ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ორი წლის ანიტა ფაცაცია ინდოეთში სამი კვირის წინ გადაიყვანეს. ინდოეთი სწორედ ის ქვეყანაა, სადაც ყველაზე მეტი შანსია, რომ პატარამ გულის დონორი იპოვოს.

მას შემდეგ, რაც ავსტრიის შემდეგ ანიტას ოპერაციაზე იტალიის კლინიკამაც უარი თქვა, ბავშვის ოპერაციის ჩატარებაზე პასუხისმგებლობა კი ვერც ბელარუსმა აიღო, ანიტას ოჯახმა შეთავაზება ინდოეთიდან მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0