მარიამის გადასარჩენად: თბილისში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

© photo: Sputnik / Levan Avlabreliლევან მოსიაშვილის გამოფენა
ლევან მოსიაშვილის გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგონას მეგობრებმა გადაწყვიტეს, გამართონ საქველმოქმედო გამოფენა და ძვირადღირებული მკურნალობისთვის თანხა შეაგროვონ.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება თბილისში 25 იანვარს 19 წლის მარიამ კალომლეწავის სამკურნალოდ საჭირო თანხის შესაგროვებლად, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ღონისძიება ღვინის ქარხანა №1-ის ტერიტორიაზე გაიმართება. ექსპოზიციაზე შესაძლებელი იქნება ქართველი მხატვრების ნამუშევრების შეძენა, მათ შორის არიან ყარამან ქუთათელაძე, გია ბუღაძე, ვახო ბუღაძე, ქეთი დავლიანიძე, გიორგი გაგოშიძე და სხვ. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების ნამუშევრები.

„სუხიშვილები“ - Sputnik საქართველო
„სუხიშვილები“ თბილისში საქველმოქმედო კონცერტზე წარდგებიან

მარიამს თავის ტკივილები რამდენიმე წლის განმავლობაში აწუხებდა. ექიმებმა საქართველოში და აშშ-ში, სადაც გოგონა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა, მას შაკიკის დიაგნოზი დაუსვეს. მხოლოდ 2019 წლის ზაფხულში, როდესაც გოგონა ბათუმში ისვენებდა, ცუდად გახდა და გამოკვლევის შედეგად მას მეოთხე სტადიის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

Facebook-ის სპეციალურ გვერდზე შესაძლებელია მარიამის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება.

გოგონას მკურნალობისთვის 250 ათასი დოლარია საჭირო. ქართველმა მსახიობებმა და მუსიკოსებმა მოკლე ვიდეორგოლები ჩაწერეს, სადაც ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, დაეხმარონ გოგონას ამ მძიმე დაავადებასთან გამკლავებაში.

ყველა ახალი ამბავი
0