Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა უარყო

© Sputnik / Vladimir Umikashviliგრიპის სეზონზე
გრიპის სეზონზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ის, რომ 22 წლის ქალი სამეგრელოში კორონავირუსით არ გარდაცვლილა, ლაბორატორიულად დამტკიცდა. სინჯების კვლევები ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარდა

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა.

კორონავირუსის საშიშროება – საქართველოს მოქალაქეებს ახალ რეკომენდაციებს აძლევენ >>

ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ 22 წლის პაციენტი კლინიკაში 19 იანვარს მოათავსეს, მოგვიანებით ის ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. ახალგაზრდა ქალი 22 იანვარს ქუთაისიდან თბილისში გადაყვანისას გარდაიცვალა. ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი გახდა.

„ის ინფორმაცია, რაც გავრცელდა, რომ თითქოს ახალგაზრდა კორონავირუსით გარდაიცვალა არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს უკვე ლაბორატორიულად არის დადგენილი. აღებული იყო ნიმუში და სწორედ 2 საათის წინ დასრულდა კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში, სამწუხაროდ აღნიშნული გარდაცვალების შემთხვევა დაკავშირებულია გრიპთან. ლაბორატორიულად გრიპის B ტიპი დადგინდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეარხ Imedi-ს ეთერში.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია ჩატარდება

ქვეყანაში გრიპის ვირუსი ცირკულირებს. ამ დროისთვის შემთხვევების 66%-ში ცირკულირებს B ტიპის ვირუსი, რომელიც კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმით ხასიათდება. ამიტომაც შარშანდელთან შედარებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ნაკლებია. დანარჩენი არის A ტიპის ვირუსის ორი ქვეტიპი – H3 და H1, ასევე რინოვირუსები.

იანვრის პირველ კვირაში 100 ათას ადამიანზე ინფიცირების 191 შემთხვევა დაფიქსირდა. მეორე კვირაში ეს მაჩვენებელი 219-მდე გაიზარდა. მესამე კვირაში 216 შემთხვევა იყო. ეპიდემიად მიიჩნევა მაჩვენებელი, როდესაც კონკრეტული ვირუსით 100 ათას მცხოვრებზე 450–500 ადამიანი ავადდება.

წვეთოვანი ოპერაციის დროს - Sputnik საქართველო
ახალმა კორონავირუსმა ჩინეთში 17 ადამიანი შეიწირა

დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უჰანში გაურკვეველი წარმომავლობის პნევმონიის აფეთქების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. პირველ დაავადებულებს ზღვის პროდუქტებთან ჰქონდათ შეხება. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი გახდა კორონავირუსის ახალი ტიპი – 2019-nCoV.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ახალი სახეობით ჩინეთში გარდაცვლილია 17 ადამიანი, ინფიცირებულია 450-ზე მეტი პირი. კორონავირუსის შემთხვევები ასევე დაფიქსირდა იაპონიაში, ტაილანდში, ტაივანში, ჰონგ-კონგში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში.

რაც შეეხება საქართველოს, კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამტკიცებენ, რომ იმის ალბათობა, რომ ინფექცია საქართველოს მოაღწევს, მინიმალურია, მაგრამ მაინც არსებობს. დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები - მაღალი სიცხე, ხველა, თავის ტკივილი, სისუსტე და სუნთქვის უკმარისობა.

ყველა ახალი ამბავი
0