13:45 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (314)
43 0 0

2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ტრანსპორტით უზრუნველყოფილი იყო 21 სკოლის 1 ათასი მოსწავლე, აქედან 215 შშმ და სსსმ სტატუსის მქონე პირი.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. თბილისის საჯარო სკოლების შეზღუდული შესაძლებლობების, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და ეტლით მოსარგებლე მოსწავლეებს ადაპტირებული ტრანსპორტი ემსახურება, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან თბილისის საჯარო სკოლებისთვის განათლების სამინისტრომ 300-ზე მეტი მოსწავლისთვის, რომლებიც დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებენ, სპეციალური ადაპტირებული ტრანსპორტი გამოყო.

გარდა ამისა, უწყება ტრანსპორტით უზრუნველყოფს იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც სკოლებში მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სხვა სკოლებში არიან გადაყვანილი და, აქედან გამომდინარე, სასწავლო დაწესებულებიდან შორ მანძილზე ცხოვრობენ. მათი რაოდენობა დაახლოებით 2,6 ათასია.

თბილისის მასშტაბით პროგრამა „საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა“ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება.

აღნიშნული პროგრამის მიზანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მოსწავლეების მიერ გაკვეთილზე დაგვიანებისა და გაცდენების მაჩვენებლის შემცირება და ასევე საცხოვრებელი ადგილიდან სკოლამდე და პირიქით მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილებაა.

2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ტრასპორტით უზრუნველყოფილი იყო 21 სკოლის 1 ათასი მოსწავლე. აქედან 215 შშმ და სსსმ სტატუსის მქონე მოსწავლე.

 

თემები:
განათლება საქართველოში (314)

მთავარი თემები