იძებნება მილიონერი! – პირს, რომელმაც ჯეკპოტი მოიგო, ვერ პოულობენ

© photo: courtesy of EuroMillionsლატარეა EuroMillions
ლატარეა EuroMillions - Sputnik საქართველო
გამოწერა
21 იანვარს ლოტო 6/42-ის 193-ე გათამაშებაში ყველაზე იღბლიანმა ადამიანმა 1 182 454 ლარი მოიგო, „ეროვნული ლატარია“ მას ამ დრომდე ელოდება.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. კომპანია „საქართველოს ეროვნული ლატარია“ ამ დრომდე ეძებს ადამიანს, რომელმაც მოიგო „ლოტო 6/42“ ლატარიის მილიონიანი ჯეკპოტი. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო
„შობას გილოცავთ!“ – ბანკის მძარცველმა მთელი ფული ჰაერში გააბნია

„ლოტო 6/42“-ის 21 იანვრის გათამაშებაში მოგებული ციფრებია: 17; 24; 25; 29; 33; 36. იძებნება მილიონერი! თუ თქვენ გუშინ საღამოს „6/42“ ლოტოს გათამაშებისთვის ბილეთი შეავსეთ, სადაც ზემოთ დასახელებული ციფრები მიუთითეთ, თუმცა არ გიყურებიათ გათამაშებისთვის პირდაპირ ეთერში და არ შეგიმოწმებიათ რიცხვები სოციალური ქსელის, საქართველოს ეროვნული ლატარიის ოფიციალური გვერდის მეშვეობით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: 032 2 00 77 00!“ – აღნიშნულია განცხადებაში.

გუშინ, 21 იანვარს ლოტო 6/42-ის 193-ე გათამაშებაში ყველაზე იღბლიანმა ადამიანმა 1 182 454 ლარი მოიგო და „ეროვნული ლატარია“ მას ამ დრომდე ელოდება.

ყველა ახალი ამბავი
0