გარდაიცვალა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერი თენგიზ სიგუა

© photo: Sputnik / Yuri Abramochkin / გადასვლა მედიაბანკშითენგიზ სიგუა
თენგიზ სიგუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიგუა ზვიად გამსახურდიას მთავრობაში მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1990 წლის 15 ნოემბრიდან 1991 წლის 18 აგვისტომდე იყო.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოში 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, რომელიც მთავრობას პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დროს მეთაურობდა.

პირველი არხის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის გარდაცვალების ფაქტს მისი ოჯახის წევრები ადასტურებენ.

ზვიად გამსახურდია - Sputnik საქართველო
საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია: ბიოგრაფია

თენგიზ სიგუა მთავრობას მეთაურობდა 1990-1991 და 1992-1993 წლებში (გამსახურდიას დამხობის შემდეგ ის პრემიერის დროებით შემსრულებლად დაინიშნა, ხოლო 1992 წლის 8 ნოემბერს კვლავ მთავრობის მეთაური გახდა).

სიგუა 1962 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ლაბორატორიის გამგედ და დირექტორის მოადგილედ, ხოლო 1989 წლიდან – ინსტიტუტის დირექტორად. იყო ზვიად გამსახურდიას მთავრობაში მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1990 წლის 15 ნოემბრიდან 1991 წლის 18 აგვისტომდე.

ყველა ახალი ამბავი
0