09:53 26 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს თავდაცვა (96)
6810

სამხედროებმა მედლები იმიტომ დაიმსახურეს, რომ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ავარიაში მოყოლილი ოთხი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილმა უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურს ვიცე-პოლკოვნიკ ელგუჯა ბიბინიძეს, ამავე ცენტრის მძღოლს კაპრალ-სპეციალისტ ირაკლი დევრისაშვილს და აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის კაპრალ-სპეციალისტ გოჩა ნონაშვილს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები „სიცოცხლის გადარჩენისთვის“ გადასცა.

სამხედრო მოსამსახურეებმა მოქალაქეები დაღუპვას საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინეს.

ბიბინიძემ და  დევრისაშვილმა არხში ჩავარდნილი ავტომანქანიდან ასაკოვანი მოქალაქე გადმოიყვანეს, პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და მის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს.

ნონაშვილმა კი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მანქანიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფი 4 მგზავრი ამოიყვანა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე პირველადი დახმარება აღმოუჩინა.

თემები:
საქართველოს თავდაცვა (96)

მთავარი თემები