Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემი დღეა დღეს, ჩემი ოცნების ბიჭის“ - მოდელ რუსა ჩაჩუას ვაჟი მისი ძმა გეგონებათ - ფოტოები

© Photo: Rusa Chachua / FBრუსა ჩაჩუა და დიმა ნაფეტვარიძე
რუსა ჩაჩუა და დიმა ნაფეტვარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსკას ოთხი შვილი ჰყავს. მეორედ რუსა რამდენიმე წლის წინ გათხოვდა და ბიზნესმენ დიმა ნაფეტვარიძესთან ორი შვილი შეეძინა

ცნობილი მოდელის, რუსა ჩაჩუას ვაჟი იუბილარია. მოდელი შვილს დაბადების დღეს Instagram-ის გვერდზე შემდეგი სიტყვებით ულოცავს: „ჩემი დღეა დღეს, ჩემი ოცნების ბიჭის. არ არსებობს იმაზე მეტი, რაც მე შენთვის მინდა. მიყვარხარ სიგიჟემდე დე“ და შვილის ფოტოს აქვეყნებს.

რუსკას ოთხი შვილი ჰყავს. მეორედ რუსა რამდენიმე წლის წინ გათხოვდა და ბიზნესმენ დიმა ნაფეტვარიძესთან ორი შვილი შეეძინა. მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი 4 შვი­ლის დე­დაა. უფროსი შვილი – თაზო სახვაძე, 17 წლისაა, ფეხბურთელია და როგორც რუსა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, ძალიან დიდი გეგმები აქვს. მეორე შვილი – ნადია სახვაძეა, სკოლაში სწავლობს და პარალელურად „სუხიშვილების“ აკადემიაში ქართულ ხალხურ ცეკვებს ეუფლება. ნატაშა ნაფეტვარიძე 4 წლისაა, ხოლო მეოთხე - ვაჟი რუსას ორი წლის ჰყავს.

მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა წლი­დან წლამ­დე სულ უფრო მომ­ხიბ­ვლე­ლი ხდე­ბა. რო­გორც მო­დე­ლი Instagram-ის პი­რად გვერ­დზე ამ­ხელს, მისი იდე­ა­ლუ­რი ფორ­მე­ბი და წონა დიდი შრო­მის შე­დე­გია და სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ზე ის მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს.

ცოტა ხნის წინ მო­დელ­მაახალი ფოტო დადო და მის გა­რეგ­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ი­დუმ­ლოც გა­ამ­ხი­ლა. „დიდი შრო­მის შე­დე­გია ჩემი დღე­ვან­დე­ლი წონა, რად­გან ად­ვი­ლად ვი­მა­ტებ! არ და­ი­ჯე­როთ რომ შიმ­ში­ლით მი­ი­ღებთ სა­სურ­ველ შე­დეგს - ნა­ცა­დი მაქვს ყვე­ლა­ფე­რი. მთე­ლი 17 წელი გა­მოვ­ცა­დე და აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მაქვს სა­კუ­თარ თავ­ზე. დი­ე­ტა­ზე შე­მიძ­ლია ნაშ­რო­მიც გა­მოვ­ცე. და­მი­ჯე­რეთ, მი­ირ­თვით 6 სა­ა­თამ­დე დღე­ში 3-4 ჯერ. წყა­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი! მე პი­რა­დად არ მიყ­ვარ­და და შე­ვიყ­ვა­რე“, - წერს მო­დე­ლი.

ყველა ახალი ამბავი
0