ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის შვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

© Pixabay / CimabueМаленький ребенок
Маленький ребенок - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის ბექა პატურაშვილის მცირეწლოვანი შვილი განსაცდელშია – მისი მეგობრები საზოგადოებას მიმართავენ.

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის ბექა პატურაშვილის ერთი წლის ვაჟი მძიმე დაავადებას ებრძვის და მას საზოგადოებისგან ფინანსური დახმარება სჭირდება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ.

ჟურნალისტი მარტა ქურასბედიანი წერს, რომ 1 წლის ალექსს ცოტა ხნის წინ ღვიძლზე სიმსივნური წანაზარდი აღმოაჩნდა, რისთვისაც აუცილებელია სასწრაფო მკურნალობა, მკურნალობისთვის კი კოლოსალური თანხებია საჭირო.

„ალექსი ამჯერად იაშვილის კლინიკაშია და საჭიროებს სასწრაფოდ გადაყვანას საზღვარგარეთ. ანგარიშის ნომერია: GE54BG0000000161812619 (საქართველოს ბანკი); მიმღები ბექა პატურაშვილი (ალექსის მამა)“, – წერს ჟურნალისტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0