Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სახის ძვლები მქონდა ჩატეხილი...“ – აჩიკო გულედანის შვილი საშინელ ავარიაში მოყვა

© photo: Achiko Guledani / FBაჩიკო გულედანი და მარიამ გულედანი
აჩიკო გულედანი და მარიამ გულედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში გასულ რუბრიკაში „რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“ 15 წლის მარიამ გულედანი თავის ისტორიას ჰყვება.

მუსიკოს აჩიკო გულედანს საზოგადოება კარგად იცნობს. მსმენელმა ის ჯერ კიდევ „მწვანე ოთახიდან“ გაიცნო წლების წინ. ახლა აჩიკო პროდიუსერულ საქმიანობას ეწევა, რამდენიმე პროექტშია ჩართული და ერთ-ერთი მასშტაბური მუსიკალური ფესტივალის Open Air-ის ორგანიზატორია.

დაახლოებით ერთი წლის წინ აჩიკო მეორედ დაქორწინდა. წინა ქორწინებიდან, ჟურნალისტ ნინი ბუკიასთან მას ორი შვილი ჰყავს. ნინი ჟურნალისტი და ცნობილი რადიოწამყვანია, რომელმაც შემდეგ პიარში გადაინაცვლა და წარმატებული კომპანიების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელია.

ახლახან ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში გასულ რუბრიკაში „რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“ 15 წლის მარიამ გულედანმა თავისი ისტორია მოყვა. 10 თებერვალს ორი წელი შესრულდება, რაც აჩიკო გულედანისა და ნინი ბუკიას ქალიშვილი ავარიაში მოხვდა. შემთხვევას მარიამი თვითონ იხსენებს.

„ფეხი მქონდა მოტეხილი და სახე ჩამტვრეული. პირი მქონდა დაბმული რკინებით. ძალიან გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა ჩემ ცხოვრებაში ფიზიკურადაც და სულიერადაც. როცა იცი, რომ მანქანამ დაგარტყა, გაიარე ბეწვის ხიდზე და გადარჩი, გგონია, რომ ძალიან მაგარი ხარ. რაც არ გკლავს, გაძლიერებს“, – ამბობს მარიამ გულედანი.

ყველა ახალი ამბავი
0