Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მე გიხდი ბოდიშს მათ მაგივრად...“ – მსახიობ გია ფერაძეს ამხნევებენ

© photo: DWTS TV Imedi / FB„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილეები
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ცეკვავენ ვარსკვლავების” მეცხრე სეზონის გამარჯვებული მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ანკა ვასაძე გახდა. ანკას მეწყვილე ოთო ფოლადაშვილი იყო.

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ბოლო სეზონის გამარჯვებულები ანკა ვასაძე და ოთო ფოლადაშვილი გახდნენ. სპონსორების და ორგანიზატორების გადაწყვეტილებამ ხალხის ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, რადგან შოუს ფინალისტი გია ფერაძე ფაქტობრივად უსაჩუქროდ დატოვეს.

ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
სალომე ღვინიაშვილი და ანუკი არეშიძე ერთად ცეკვავენ – გლამურული საღამო ანუკის სახლში

მსახიობი ასმათ ტყაბლაძე სოციალურ ქსელში გია ფერაძეს ამხნევებს და ამბობს, რომ ძალიან ძუნწი და უვიცი სპონსორები ჰყავდა პროექტს, რადგან მისთვის ძვირფასი საჩუქარი ვერ გაიმეტეს.

„ისეთი სიხარულით დაფრინავდი მცირე რეპეტიციებით რა შესანიშნავი შოუ ჩაატარე და ამ კარაპეტებმა ვერაფერი გაიმეტეს. მობილური ტელეფონი ვის უკვირს. მე გიხდი ბოდიშს მაგათ მაგივრად და თუ ვინმეს სხვა აზრი აქვს, მზად ვარ კამათისთვის. მე მსახიობი ვარ და ვიცი რა არის გულის ტკენა“, – წერს ასმათ ტყაბლაძე.

მსახიობს სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლებიც ეთანხმებიან. 

„ცეკვავენ ვარსკვლავების” მეცხრე სეზონის გამარჯვებული მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ანკა ვასაძე გახდა. ანკას მეწყვილე ოთო ფოლადაშვილი იყო. მათ ფინალამდე ისე მიაღწიეს, რომ ერთხელაც არ ყოფილან გავარდნის კანდიდატები. მეორე ადგილზე ფეხბურთელი დავით თარგამაძე და ჯულიანა ბარგნარი გავიდნენ. მესამე ადგილი კი მსახიობმა გია ფერაძემ და ვერკა ჯაჯანიძემ დაიკავეს. ყველა ფინალისტს სხვადასხვა პრიზი გადაეცა.

გოჩა ჩერტკოევი - Sputnik საქართველო
„და ჩვენ ვიცეკვეთ? “ – გოჩა ჩერტკოევი „ცეკვავენ ვარსკვლავების” ფინალზე წერს

ცნობილი საცეკვაო შოუ „იმედზე“ ახალი სეზონით 11 ნოემბერს დაბრუნდა. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ წყვილებს ცნობილი მოცეკვავეები და ცნობილი სახეები ქმნიან. წელს პროფესიონალ მოცეკვავეებთან ერთად პროექტის მონაწილეები გახდნენ მსახიობები, მოდელები, სპორტსმენები, მომღერლები: ნოდარ სიმსივე და მზია ორველაშვილი, ნინი გოგიჩაიშვილი და ირაკლი ძაძამია, ნათია ჩარკვიანი და იაკობ ყუფუნია, პაატა თედიაშვილი და თიკო ჩიტიძე, ანკა ვასაძე და ოთო ფოლადაშვილი, თემურ თათარაშვილი და ლოლიტა მაჭავარიანი, მაგდალენა ჯოხაძე და ლევან ახვლედიანი, დავით თარგამაძე და ჯულიანა ბარგნარი, მალხაზ გარსევანიშვილი და ირა კვიტინსკაია, გია ფერაძე და ვერკა ჯაჯანიძე.

საცეკვაო შოუს წამყვანები ეკა ამირეჯიბი, დუტა სხირტლაძე და კახა კინწურაშვილი იყვნენ, რომლებსაც შოუ მანამდეც არაერთხელ წაუყვანიათ. „ცეკვავენ ვარსკვლავები" საქართველოში პირველად 2012 წელს დაიწყო და მასში არაერთმა ცნობილმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ყველა ახალი ამბავი
0