საქართველოში სათამაშოების ხარისხს იანვრის ბოლოდან შეამოწმებენ

© photo: Sputnik / Roman Vladimirov / გადასვლა მედიაბანკშისათამაშოები
სათამაშოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში არსებულ მაღაზიებსა და ბაზრობებზე გასაყიდად გამოტანილ სათამაშოებს სპეციალურ ლაბორატორიებში შეამოწმებენ.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოში იანვრის ბოლოდან ქვეყანაში გასაყიდად გამოტანილი სათამაშოების ხარისხის შემოწმება დაიწყება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რამდენიმე დღეში ძალაში შევა „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი, რის შემდეგაც ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები პროდუქციის თანდართულ დოკუმენტაციასა და მის ხარისხს შეამოწმებენ. 

სათამაშოები ვიტრინაში - Sputnik საქართველო
ტყვიის შემცველობაზე სათამაშოებსა და საღებავებს შეამოწმებენ

თუ ინსპექტორებს პროდუქციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაუჩნდებათ ეჭვი, პროდუქციის ნიმუში ლაბორატორიაში გადაიგზავნება. თუ აღმოჩნდება, რომ სათამაშო საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, მაშინ პროდუქციას გაანადგურებენ.

რაც შეეხება კომპანიებთან დაკავშირებულ სანქციებს, თავიდან ისინი დარღვევების გამოსასწორებლად რეკომენდაციებს მიიღებენ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა არ გამოსწორდება, შესაძლებელია საწარმო დაიხუროს კიდეც.

მომავალი წლიდან მსგავსი დარღვევებისთვის ფულადი ჯარიმებიც ამოქმედდება.

„პროექტი შეთანხმებულია სამთავრობო უწყებებთან და მთავრობის უახლოეს სხდომაზე წარვადგენთ დასამტკიცებლად“, – განაცხადა ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რატი ობოლაძემ.

დღეს მაღაზიებსა და ბაზრობებზე ნებისმიერი ხარისხის სათამაშოს შეძენაა შესაძლებელი. ექსპერტებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათგან ბევრი მავნე ნივთიერებებს შეიცავს, რაც ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია.

სპეციალისტები საზოგადოებას ურჩევენ, სათამაშოს ყიდვისას ყურადღება მიაქციონ ეტიკეტს. თუ მასზე დატანილია მარკირება СE, მაშინ სათამაშო უსაფრთხოა და ევროკავშირის მოთხოვნებს შეესაბამება.

ყველა ახალი ამბავი
0