12:32 10 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (208)
142 0 0

მიმდინარე წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები გაერთიანდა და ქვეყანაში დაინერგა ერთიანი სისტემა, რომელიც მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისს აუმჯობესებს და პაციენტის ინტერესებს მაქსიმალურად ერგება.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. დედაქალაქის მერიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომანქანა გადასცა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სასწრაფო დახმარების მანქანების პრეზენტაციაზე.

თავისუფლების მოედანზე გამართულ პრეზენტაციას, კახა კალაძის გარდა, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ თალაკვაძე და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თბილისის მერის განცხადებით, მიმდინარე წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები გაერთიანდა. ქვეყანაში დაინერგა ერთიანი სისტემა, რომელიც მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისს აუმჯობესებს და პაციენტის ინტერესებს მაქსიმალურად ერგება.

„იცით, რომ სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ცენტრი დედაქალაქის მერიას ექვემდებარებოდა, თუმცა დღეიდან, შეიძლება ითქვას, რომ ეს მიმართულება ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა და, ვფიქრობ, ეს მართლაც ასე უნდა ყოფილიყო, რადგან მთლიანად ერთიან სისტემაში მოექცევა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეს მიმართულება, ერთიანი მენეჯმენტის ქვეშ იქნება, რაც ძალიან ეფექტური და მნიშვნელოვანი იქნება", – განაცხადა კალაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ის, რაც დღეს ამ მოედანზე ხდება, ნამდვილად უპრეცედენტო მოვლენაა.

„დღეიდან სასწრაფო სამედიცინო სამსახური სრულ მართვაში ჯანდაცვის სამინისტროს გადმოგვეცა, რაც უფრო მეტად სისტემური და პროფილური იქნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეცდებით და პირობას ვდებთ, რომ ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობის ზრუნვაში უფრო ეფექტურები ვიქნებით", – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, განახლებული ავტოპარკი კიდევ უფრო გააუმჯობესებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარისხს.

თბილისში აღარ იარსებებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტონომიური ცენტრი, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო გასულ წელს პარლამენტმა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების თანახმად, რომელთა ავტორიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროა, „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ გაერთიანდება ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან“.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (208)

მთავარი თემები