დღესასწაული შედგა – თბილისის მერი საახალწლო ღონისძიებებით კმაყოფილია

© photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა არა მარტო მის თანამშრომლებს, არამედ პოლიციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და ბიზნეს-სექტორს.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ოთხშაბათს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.

წელს თბილისში ღონისძიებების ეპიცენტრი პირველი რესპუბლიკის მოედანი იყო, სადაც დამონტაჟებული იყო ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და ფუნქციონირებდა საშობაო სოფელი. 

ქვეყნის მთავარი ნაძვისხე - Sputnik საქართველო
რომელი ნაძვის ხეა უფრო ლამაზი? საქართველოს ქალაქები ერთმანეთს ეჯიბრებიან

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღიდან ჩართული იყო საახალწლო ღონისძიებების მოწყობაში, ჩართული იყო იმაში, რომ შეექმნა დედაქალაქში საახალწლო განწყობა. ძალიან ბევრი სტუმარი გვყავდა – როგორც რეგიონებიდან ჩამოსული, ისე უცხო ქვეყნიდან. წლევანდელი წელი მართლაც განსაკუთრებული იყო ჩვენი ქალაქისთვის“, – განაცხადა მერმა.

საახალწლო დღესასწაულების დღეებში პირველი რესპუბლიკის მოედანზე ბავშვებისთვის ტარდებოდა სხვადასხვა გასართობი ღონისძიება, ხალხური ანსამბლებისა და პოპულარული ქართველი შემსრულებლების კონცერტები, ასევე ფუნქციონირებდა საახალწლო ბაზრობა.

„ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, მომღერლებს, მსახიობებს და ყველას, ვინც მონაწილეობდა ღონისძიებებში. არ შემიძლია არ გამოვყო შსს, საპატრულო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების სამსახური. ასევე მადლობა ბიზნესს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის სიტყვებით, ბიზნეს-სექტორი მერიას დაეხმარა ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებაში, მათ შორის, საშობაო სოფლისა და საახალწლო ბაზრობის მოწყობაში.

ყველა ახალი ამბავი
0