თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი არ განახლებულა

© photo: Sputnik / Stringerსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი ოთხშაბათს განახლდა. თბილისში 181 საჯარო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 ათასზე მეტი ბავშვია რეგისტრირებული.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. თბილისის სამ – №132, №2 და №76 საჯარო ბაგა-ბაღში აღმზრდელობითი პროცესი ვერ განახლდა, განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში. 

სამკურნალო პრეპარატები და თერმომეტრი - Sputnik საქართველო
თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვებს გრიპის სიმპტომებით არ დაუშვებენ

მისი ინფორმაციით, №132 და №2 საბავშვო ბაღებში ტექნიკური პრობლემები იყო, რის გამოც სასწავლო პროცესი ორი კვირის შემდეგ განახლდება.

რაც შეეხება №76 საბავშვო ბაღს, სასწავლო პროცესი აღნიშნულ დაწესებულებაში გასული წლის დეკემბერში ბუნებრივი აირის სუნის გამო შეჩერდა. გვანცელაძის სიტყვებით, ამ ეტაპზე იქ ექსპერტები აწარმოებენ კვლევას და აღმზრდელობითი პროცესი შესაბამისი დასკვნის საფუძველზე განახლდება.

თბილისის დანარჩენ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი ოთხშაბათს განახლდა. თბილისში 181 საჯარო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 ათასზე მეტი ბავშვია რეგისტრირებული.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ბაღებში არ დაიშვებიან გრიპისა და გაციების სიმპტომების მქონე ბავშვები. სასწავლო პროცესის განახლების პარალელურად დაიწყო საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც მშობლებს გადასცემენ საინფორმაციო ბუკლეტებს გრიპის გავრცელების გზებსა და მისი პრევენციის შესახებ.

გარდა ამისა, საბავშვო ბაღებში მუშაობა დაიწყეს ჯანდაცვის კოორდინატორებმა, რომლებიც მშობლებს დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან გრიპთან დაკავშირებული რისკებისა და დაავადებისგან დაცვის ზომების შესახებ.

თბილისის საბავშვო ბაღების აღმზრდელების დიდ ნაწილს გრიპის ვირუსის აცრა აქვს გაკეთებული.

ყველა ახალი ამბავი
0