01:12 28 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1914
  • 100 RUB4.6313
  • USD2.8944
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ახალი 2020 წელი (37)
128 0 0

მეკვლე, ჩიჩილაკი, გურული საშობაო ღვეზელი და ტრადიციული ღორის თავი – გურიაში ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციები ძალზე საინტერესო და ორიგინალურია.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. გურიაში ძველით ახალი წელი – სახალხო დღესასწაული „კალანდა 2020“ აღნიშნეს.

შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა... ანუ გილოცავთ ძველით ახალ წელს! >>

ტრადიციულად „კალანდა“ უამრავ რიტუალს მოიცავს. თავდაპირველად ეზოში, სადაც ძირითადი მოვლენები ვითარდება, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მეკვლეები შემოდიან.

გადმოცემის თანახმად, სწორედ მეკვლეზეა დამოკიდებული, რამდენად წარმატებული წელი ექნებათ სახლის ბინადართ. მეკვლე ეზოში თხილს მიმოფანტავდა, რათა ახალი წელი ოჯახისთვის ბარაქიანი და ნაყოფიერი ყოფილიყო.

„კალანდა“ ტრადიციულად იმართება სოფელ დვაბზუში, გამოჩენილი ქართველი ლიტერატურათმცოდნისა და კრიტიკოსის შალვა რადიანის სახლ-მუზეუმის ეზოში.

ტრადიციულად, დღესასწაული ხალხური მუსიკის ფონზე მიმდინარეობს. ეროვნული სამზარეულოს კერძები პირდაპირ ეზოში მზადდება. სტუმრებს შეუძლიათ გამოაცხონ გურული ღვეზელი ყველითა და კვერცხით. ძველი დროიდან კვერცხი ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ღვეზელს ნახევარმთვარის ფორმა აქვს და ის ძალის სიმბოლოა.

ბებიების დანატოვარ ქვაბებში იხარშება ხორცი – ძველით ახალ წელს სუფრაზე უნდა იდოს მოხარშული ქათამი და ღორის თავი.

სტუმრებს შეუძლიათ ასევე თავისი ხელით ჩიჩილაკი გააკეთონ. ღონისძიებაში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობენ.

 

თემები:
ახალი 2020 წელი (37)

მთავარი თემები