Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„5 თვის ფეხმძიმობას ასე ვმალავ“ – ანუკი არეშიძის და კახა კალაძის ოჯახში მატებაა?

© Facebook / Kakha Kaladzeკახა კალაძე და ანუკი არეშიძე შვილთან ერთად
კახა კალაძე და ანუკი არეშიძე შვილთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანუკი არეშიძემ საიდუმლო გაამხილა. მოდელმა შოკისმომგვრელი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ფეხმძიმედაა. როგორ მალავს დიზაინერი ფეხმძიმობას?

ანუკი არეშიძის და კახა კალაძის დიდი ოჯახის მიმართ ყურადღება არ წყდება. სულ ცოტა ხნის წინ მოდელმა და დედაქალაქის მერმა ვაჩე კალაძის დაბადების დღე გერმანიაში აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით ანუკიმ სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე ვაჩეს უსაყვარლესი ვიდეოები გამოაქვეყნა. ფოტო-ვიდეოებს შორის ვაჩეს და მისი რჩეული გოგოს რომანტიკული ვიდეოც აღმოჩნდა. ანუკის თქმით, მის უმცროს ვაჟს უცნობი გოგონა 2012 წლიდან უყვარს. Instagram-ის „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოზე ვაჩე პატარა გოგონას კოცნის და მორიდებულად თავს არიდებს. რომანტიკულმა ვიდეომ ინტერნეტ-სივრცე მოიცვა.

სუპერ-მოდური, თვალშისაცემი და დახვეწილი მოდელი მოდის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი სოციალური გვერდის დათვალიერება ესთეტიკური სიამოვნებაა. ანუკის ძველი იმიჯი ახლისგან რადიკალურად განსხვავდება. კალაძეების ოჯახზე საუბარი და მათი ოჯახის წევრების განხილვა არასდროს წყდება. კახა კალაძე საზოგადოებამ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობამდე სპორტით გაიცნო. შემდეგ მათ ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ ბევრი ადამიანი გააერთიანა. კახამ გარდაცვლილი ძმის სახელი უფროს ვაჟს დაარქვა.

ანუკის სოციალური ქსელის მიმდევრების დაინტრიგება არ უყვარს. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდის მანძილზე სკანდალში რამდენჯერმე გაეხვა. პირველად მოდელის ქურთუკმა მთელი ვირტუალური სამყარო მოიცვა. მის ძვირადღირებულ ქურთუკზე მოდის სფერო აქტუალურად საუბრობდა. ახლა კი ანუკიმ ძველი სურათი გამოაქვეყნა, რომელზეც მისი ფეხმძიმობა საერთოდ არ ჩანს, თუმცა გამოქვეყნებულ სურათზე მოდელი ხუთი თვის ფეხმძიმეა. აღსანიშნავია, რომ ყოფილი მოდელი ოთხი ფეხმძიმობის და საზღვარგარეთ ვაჟების გაჩენის შემდეგ ფორმიდან არ ამოვარდნილა. დიზაინერი ნებისმიერ სამოსს ისე იხდენს, რომ მოდური ჟურნალები გვერდს ვერ უვლიან. „სთორიზე“ გაზიარებულ ფოტოში ულტრამოდურ დიზაინერს მბზინავი საწვიმარი, „ნაიკის“ კეპი და ულამაზესი კაბა აცია, რომელიც მის ფეხმძიმობას მალავს.

საზოგადოების აღფრთოვანებას ანუკი არეშიძის დახვეწილი გარეგნობა, ჩაცმის სტილი და გაწონასწორებული საუბარი იწვევს. მის ოფიციალურ გვერდზე წამყვანი ბრენდების დიზაინერები არიან ჩასაფრებული. მოდური ტაბლოიდები, მათ შორის უცხოური, ანუკიზე თვეში რამდენჯერმე წერენ და მის ფოტომასალებს გამოცემების ყდებზე ბეჭდავენ. აღსანიშნავია, რომ ანუკიმ საკუთარი ხელითა და ხედვით შექმნილი კაბები მსოფლიოს მოდის მოყვარულ ქალებს მოკლე დროში შეაყვარა. სელებრითებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სელებრითი ანუკია, მას 400 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0