უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა

CC BY-SA 2.0 / Mendhak / თოვლიანი პეიზაჟი
თოვლიანი პეიზაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვების დაწესების მიზეზი თოვლი და ლიპყინული გახდა.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ამინდის გაუარესებამ საქართველოს გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები გამოიწვია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

კერძოდ, თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 68-107 კილომეტრზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა და ამ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით იყო ნებადართული. ამ ეტაპზე გადაადგილების ეს რეჟიმი მოხსნილია.

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ასევე აღდგენილია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 138-158 კილომეტრზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა.

შეზღუდვები კვირას, საღამოს თოვლისა და ლიპყინულის გამო დაწესდა. ამ ეტაპზე აღნიშნულ მონაკვეთებზე მოძრაობა ტრანსპორტის ყველა სახეობისთვის თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0