Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

როგორ ინარჩუნებს ახალგაზრდობას ია ფარულავა? – მსახიობი საიდუმლოს ამხელს – ვიდეო

© courtesy of Ia Parulavaია ფარულავა
ია ფარულავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოებას ია ფარულავამ ინტიმური ხასიათის ფილმში „სიყვარული ვენახში“ მონაწილეობით დაამახსოვრა თავი. თუმცა მანამდე უამრავი სხვა როლი და ჯილდო იყო.

სოციალურ ქსელში და რეალურ ცხოვრებაში იას უამრავ კითხვას უსვამენ. ძირითადი კითხვები თავის მოვლის საშუალებებს უკავშირდება. სოციალური ქსელის მომხმარებლებს აინტერესებთ, როგორ ინარჩუნებს ახალგაზრდობას მსახიობი. Instagram-ის „სთორიში“ მსახიობმა ხელმომწერებს უპასუხა. აღმოჩნდა, რომ მისი ახალგაზრდობის საიდუმლო ბოტოქსი და მეზობოტოქსია, რომელსაც, სავარაუდოდ, საქართველოში არ იკეთებს, რადგან „წესიერი ბოტოქსი საქართველოში არ იშოვება“.

ია ფარულავას ამჟამად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში შოუ „ფარული კონვერტი“ მიჰყავს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საზოგადოების ნაწილი ელოდა, რომ ის უარს იტყოდა „რუსთავი 2“-ის ახალ მენეჯმენტთან თანამშრომლობაზე და არხს დატოვებდა, თუმცა იამ მაშინ განმარტა, რომ ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორის მიერ ახლად დაფუძნებული „მთავარი არხიდან“ არანაირი შემოთავაზება არ მიუღია, შესაბამისად, „რუსთავი 2“-ში დარჩენა გადაწყვიტა.

52 წლის ია ფარულავა სამჯერ იყო გათხოვილი. პირველად პატარა ასაკში გათხოვდა, მისი მეუღლე რამაზ ჩანტლაძე იყო. ცოლ-ქმარს ურთიერთობა არ აეწყო, რამაზი ძალიან ეჭვიანი იყო და ზოგჯერ მსახიობს ფიზიკურადაც უსწორდებოდა, რის გამოც მათი ოჯახი დაინგრა. შემდეგ ია საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში წავიდა, სადაც ჟურნალისტ კის რაიზერზე იქორწინა, მაგრამ მოულოდნელად საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. სამშობლოში ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ლიბანელ ბიზნესმენთან ფადი ასლისთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა წყვილი 2010 წელს ისე დაშორდა, რომ ქორწინება ოფიციალურად არ დაუკანონებიათ.

2013 წელს იას რჩეული ფრანკფურტში მოღვაწე ქართველი გიტარისტი ტარიელ ხოსროშვილი გახდა, უფრო მეტად ცნობილი ფსევდონიმით ტარიელ სუარი. ტელეშოუ „ნიჭიერის“ მიმდინარეობისას სუარმა პირდაპირ ეთერში სთხოვა იას ცოლობა და მათ მალევე, 2013 წლის სექტემბერში ჯვარი დაიწერეს, თუმცა მალევე დაშორდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0