13:08 25 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1870
  • 100 RUB4.6730
  • USD2.8870
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (184)
300 0 0

თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზაზე, რიკოთის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე, რომელიც ერთმანეთს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს აკავშირებს, შეზღუდვები ამოქმედდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ნაქერალას უღელტეხილზე კვლავ შეზღუდვები დაწესდა >>

აღნიშნული გზის 138–158-ე კმ (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (184)

მთავარი თემები