09:54 04 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6021
  • 100 RUB4.1678
  • USD3.0719
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1916)
3348 0 0

წყვილის ოჯახში სასიამოვნო სიახლეა – ისინი მეოთხე შვილს ელოდებიან. ჟურნალისტის და სპორტსმენის წყვილს, სავარაუდოდ, ვაჟი ეყოლება

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა და სპორტსმენი რამაზ ნოზაძე სამი შვილის მშობლები არიან. ხატიას და რამაზს ჰყავთ სამი ქალიშვილი, რომელთა აღზრდაშიც ძიძა ეხმარებათ, თუმცა ხატია ბავშვებს ყურადღებას არასდროს აკლებს. წყვილის ოჯახში სასიამოვნო სიახლეა – ისინი მეოთხე შვილს ელოდებიან. წყვილი, სავარაუდოდ, ვაჟს ელოდება.

ხატია საკუთარი ორსულობის ამბავს დიდხანს არ ამხელდა, თუმცა ახლა სოციალურ ქსელებში მუცელს აღარ მალავს. ცოტა ხნის წინ ხატიამ საქორწინო კაბაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ტელეწამყვანს ნოსტალგია შემოაწვა ძველი დროის, სადაც მშვენიერ ფორმაში იყო. როგორც ჩანს, ჟურნალისტი ძალიან განიცდის ფეხმძიმობის დროს მომატებულ კილოგრამებს და ამ სტრესის დაძლევაში მას მეუღლე ეხმარება, რომელიც მეუღლეს სოლიდარობას უწევს და ამიტომ იღებს ფოტოებს გამობერილი მუცლით.

ხატია სიჭინავა გათხოვების შემდეგ ნამდვილ ოჯახის ქალად გადაიქცა და მთელ დროს მხოლოდ მას უთმობს. ხატიას პირადი ბიზნესიც აქვს, თუმცა მისთვის წინა პლანზე ქმარ-შვილი და ოჯახის დანარჩენი წევრები არიან. რამდენიმე წლის წინ, სანამ სიჭინავას დედამთილი „ფეისბუქის“ სწორად გამოყენებას ისწავლიდა, გაირკვა, რომ ჟურნალისტს დედამთილთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ამ ამბავს დიდი ხნის მანძილზე განიხილავდა სრულიად ინტერნეტ-სივრცე და აღარც ხატიას დაუმალავს წყენა. თუმცა ბოლოს რამაზ ნოზაძის დედას შეურიგდა და ახლა გადასარევი ურთიერთობა აქვთ, იმდენად, რომ რძალ-დედამთილი სერიალებსაც ერთად უყურებს.

წყვილის სიყვარულის შესახებ საზოგადოებამ გადაცემა „პროფილიდან“ შეიტყო, როდესაც ორსულმა ხატიამ განაცხადა, რომ ორწლიანი რომანის შემდეგ შვილს რამაზ ნოზაძისგან ელოდებოდა, ბოროტი ენების გამო კი ისინი ერთად აღარ იყვნენ. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ იყო ქორწილი. ხატიასა და რამაზს ახლა სამი შვილი ჰყავთ და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ბედნიერ წყვილად ითვლებიან.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1916)

მთავარი თემები