09:11 04 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6021
  • 100 RUB4.1678
  • USD3.0719
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1916)
444910

თბილისის ულტრამოდური მერის და ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი დიზაინერის ვაჟი ვაჩე კალაძე შეყვარებულია. ანუკი არეშიძე უპოზიტიურეს ვიდეოს აქვეყნებს. ვინ შეუყვარდა ვაჩე კალაძეს?

ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის უმცროს ვაჟს ვაჩე კალაძეს 6 წელი შეუსრულდა. პატარა ბიჭუნა შეუდარებლად გამოიყურება და ძმებზე განსაკუთრებულ ზრუნვას არ წყვეტს. ანუკი არეშიძე ვაჩეს და ყველაზე პატარა ვაჟის ნიკოლასის სახალისო ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. ანუკი არეშიძეს ბიჭების დაბადების დღეებზე მათი მხიარული ვიდეოების გამოქვეყნება ძალიან უყვარს. ვაჩეს დაბადების დღეც არ აღმოჩნდა გამონაკლისი. ულამაზესი ბიჭუნების დედამ ტრადიციას არ უღალატა და ვაჩეს სიყვარულის ისტორია გააზიარა.

სუპერ-მოდური, თვალშისაცემი და დახვეწილი მოდელი მოდის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი სოციალური გვერდის დათვალიერება ესთეტიკური სიამოვნებაა. ანუკის ძველი იმიჯი ახლისგან რადიკალურად განსხვავდება. კალაძეების ოჯახზე საუბარი და მათი ოჯახის წევრების განხილვა არასდროს წყდება. კახა კალაძე საზოგადოებამ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობამდე სპორტით გაიცნო. შემდეგ მათ ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ ბევრი ადამიანი გააერთიანა. კახამ გარდაცვლილი ძმის სახელი უფროს ვაჟს დაარქვა.

ანუკი სოციალურ ქსელში და რეალურ ცხოვრებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მის ოფიციალურ გვერდს, ვერიფიკაციის გავლის შემდეგ ოფიციალური ნიშანიც კი მიანიჭეს. ახლა, Instagram- ის ოფიციალურ გვერდზე მოდელს და დიზაინერს 400 ათასამდე მიმდევარი ჰყავს. საკმარისია, მოდურმა სელებრითმა საინტერესო „ლუქი“ გამოაქვეყნოს ქართველი და უცხოელი მოდის მიმდევრები ტრენდს მალევე იტაცებენ. ამჯერად, ანუკიმ ვაჟს დაბადების დღე სოციალური ქსელითაც მიულოცა, თუმცა უცნობია თუ რა  აჩუქეს 6 წლის ბიჭს ოჯახის წევრებმა. ვაჩეს ვიდეო ძალიან პოზიტიური აღმოჩნდა. ამას ისიც დაემატა, რომ ანუკიმ დამაინტრიგებელი წარწერა დაურთო. „2012 წლიდან მისი რჩეული გოგოა“, - დაწერა ანუკიმ და ვიდეოზე ვაჩეს საყვარელი გოგონა მონიშნა. მას საზოგადოება არ იცნობს, მაგრამ ვაჩეს გულწრფელი სიყვარული აშკარაა. ვიდეოს ბოლოს იუბილარმა ემოციები ვერ შეიკავა და საყვარელ გოგოს აკოცა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1916)

მთავარი თემები