Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ნუკი კოშკელიშვილის ვაჟი „აჭარულის“ ცეკვას ცდილობს – ვიდეო

© Facebook / Nuki Koshkelishviliნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მოდელი და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში დაოჯახდა. ის ებრაელ მეუღლესა და პატარა ვაჟთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობს. ნუკიმ პატარა ოლივერის უსაყვარლესი ვიდეო გამოაქვეყნა. ნახეთ, როგორ ცეკვავს ბიჭუნა...

ექსტრავაგანტულმა ნუკი კოშკელიშვილმა ქართულ შოუ-ბიზნესში სახელი მალე გაითქვა. საზოგადოებამ მისი არაორდინარულობა შენიშნა და ნუკიმ კარიერის დასაწყისშივე დიდ წარმატებას მიაღწია. თუმცა მისი პოპულარობა ხანმოკლე აღმოჩნდა. მას დიდი პაუზა აქვს სამსახიობო სფეროში. ამის მიზეზი ამერიკაში დაოჯახება და იქ ცხოვრება გახდა. სოციალურ ქსელში ერთ-ერთი აქტიური სელებრითია და ხშირად წერს, რომ შტატებში კასტინგებზე მისულს, მას, ბუნებრივია, არავინ სცნობს. შესაბამისად, გარკვეული პერიოდის მანძილზე ნუკის დეპრესიამ შეუტია. სიტუაციის გამოსწორებას მისი პოზიტიური მეუღლე და მხიარული ვაჟი ცდილობენ. ნუკი აქტიურადაა ჩართული საოჯახო ფუსფუსში. სოციალურ გვერდზე დაყრდნობით შეიძლება ვიფიქროთ, რომ მას და ბენს მეუღლის მშობლები ხშირად სტუმრობენ. ყველა პრობლემის მიუხედავად, ამერიკიდან საქართველოში მსახიობმა ვირტუალურ სივრცეში უამრავი ადამიანი გააერთიანა. მასთან ერთად ბევრმა ქალბატონმა წონაში დაიკლო და შედეგებს ნუკის უზიარებდნენ.

პოზიტიურმა მსახიობმა სოციალურ ქსელში ვაჟს საკუთარი გვერდი გაუხსნა, რომელსაც 11 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს. ნუკი და მისი მეუღლე ბენი ოლივერის სახალისო ფოტო-ვიდეოებს აქვეყნებენ. მათ შორის აღმოჩნდა პოპულარული ვიდეო, სადაც ოლივერი ცდილობს დედას ქართულად უპასუხოს. უახლეს ვიდეოზე კი ქართულ ტრადიციულ კოსტიუმში გამოწყობილი ერთი წლის ბიჭუნა „აჭარულის“ მოტივებზე ცეკვავს. რამდენიმე დაცემის შემდეგ ოლივერ ნიკოლას ხაიმი ისევ ფეხზე დგება და ილეთების გამეორებას აგრძელებს.

ნუკიმ ვიდეოს „ჰეშთეგი“ „ქართული მუსიკა“ დაურთო. გამოქვეყნებულ კადრებს ათასზე მეტი ნახვა დაუგროვდა. ოლივერს ქართულ ენას ნუკი და მისი ოჯახის წევრები ასწავლიან. პატარა ბიჭუნას ვიდეოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ და დიდ მხიარულებას ასხივებენ. ნუკის და ბენის ცხოვრებაში ახალი და ყველაზე საინტერესო ეტაპი 2018 წელს დაიწყო, როდესაც წყვილს ვაჟი შეეძინა. ბიჭუნა ამერიკაში დაიბადა. მთელი ორსულობის მანძილზე ნუკის ეგონა, რომ გოგონას ელოდებოდა. ბენის თქმით კი, ის გრძნობდა, რომ ბიჭი ეყოლებოდათ. პატარა ანგელოზს ოლივერ ნიკოლას ხაიმი დაარქვეს. როგორც სოციალურ ქსელით ირკვევა, ნუკი და მსახიობის მშობლები ოლივერს ქართულად ესაუბრებიან და ბიჭუნას დედის მშობლიური ენა კარგად ესმის, პასუხის გაცემასაც ცდილობს, მაგრამ ჯერ არც ქართულად, არც ინგლისურად არ საუბრობს.

ყველა ახალი ამბავი
0