Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

რეპერი „ძვალი“ და მომღერალი ლიზა ყენია ერთად არიან? – ფოტოები

© Facebook / Liza Keniaლიზა ყენია
ლიზა ყენია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცოტა ხნის წინ მომღერალმა სოციალურ ქსელში დამაინტრიგებელი ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც სერიოზული ეჭვი გაჩნდა, რომ ლიზა ყენია შეყვარებულია.

რეპერი „ძვალი“, იგივე აჩი ვანიშვილი ბოლო დღეებია ულამაზეს ქართველ მომღერალთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქტიურად აქვეყნებს, კომენტარებში კი მეგობრები და ახლობლები წყვილს ულოცავენ და ბედნიერებას უსურვებენ. ლიზა და „ძვალი“ ერთმანეთს წლებია იცნობენ, თუმცა, როგორც ჩანს, მათ შორის გრძნობამ ახლა გაიღვიძა. წლების წინ „ძვალმა“ მომღერალ მარიამ აბდუშელიშვილის დაზე, სოფიზე იქორწინა. წყვილს ქალიშვილი შეეძინა. თუმცა ისინი მალევე დაშორდნენ.

ცოტა ხნის წინ ლიზა ყენიამ სოციალურ ქსელში დამაინტრიგებელი ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც სერიოზული ეჭვი გაჩნდა, რომ ლიზა შეყვარებულია. აღსანიშნავია, რომ ლიზას თაყვანისმცემლების არმია ჰყავს. რამდენიმე ხნის წინ მან ურთიერთობა თბილისელ უსიმპათიურეს ბიჭთან დაიწყო. ერთი წლის წინ ლიზა ყენია და კალათბურთელი გიორგი ბრაგვაძე ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ლიზამ „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოქვეყნა წარწერით - LIFE IS REALLY BEAUTIFUL WITHOUT YOU („ცხოვრება ნამდვილად ლამაზია შენ გარეშე“).

ლიზა ხშირად დებდა შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, ახლა კი მის „ინსტაგრამზე“ გიორგის ყველა ფოტო წაშლილია. უცნობია, რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი. ამ ცნობილი ურთიერთობის დასრულების შემდეგ ლიზა ყენია საზოგადოებაში მარტო ჩნდება. უცნობია, დაკავებულია თუ არა მისი გული, თუმცა თაყვანისმცემლების კითხვას, ჰყავს თუ არა შეყვარებული, ლიზამ Instagram-ის „სთორიში“ საკმაოდ დამაინტრიგებელი ფოტოთი უპასუხა. ფოტოში შავებში ჩაცმულ ახალგაზრდა მამაკაცს სახე არ უჩანს. რა ჩაიფიქრა მომღერალმა, უცნობია. სავარაუდოდ, სიმართლეს ფარდა უახლოეს მომავალში აეხდება.

ეპატაჟური და თანატოლებს შორის საკმაოდ პოპულარული გოგონა – ლიზა ყენია გარეგნობით, ხმის ტემბრით, მოქნილობით, პოზიტიური ხასიათითა და შესრულების განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ლიზა ლეგენდარული „მზიურის“ ერთ-ერთი ცნობილი სოლისტის მაია ჯაბუას შვილია, მან თავის დამკვირდება შეძლო და დედის ჩრდილქვეშ არ მოექცა.

ყველა ახალი ამბავი
0