Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მადლობა ნოეს, რომ სახლში არ დამსვა...“ – ჯანეტ ქერდიყოშვილი მეუღლეზე საუბრობს

© Photo: Janet Kerdikoshvili / FBნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილს ელოდებიან. ჯანეტმა ნოეს საჩუქარი „პრაიმ შოუს“ ეთერში გაუკეთა და ბავშვის სქესი ქმარს და საზოგადოებას გაუმხილა.

ფეხმძიმე ჯანეტ ქერდიყოშვილმა თავისი ტანსაცმლის ხაზი დააფუძნა და თბილისში პირველი მაღაზიაც გახსნა. აქ წარმოდგენილია არა მხოლოდ სამოსი, არამედ ფეხსაცმელიც. მილანში „მარანგონის“ ცნობილი ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, სადაც მოდის დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობდა, დიდი ხანია სურდა საკუთარი ბრენდის დაარსება, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ეს მხოლოდ მეუღლის ნოე სულაბერიძის ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი.

„ნოეს დამსახურებაა ჩემი ბრენდის დაფუძნება. ყველაზე მთავარი ის არის, რომ სჯეროდა ჩემი. როცა ვთქვი, რომ პატარა ოცნება მაქვს და ზუსტად ამ პერიოდში მინდა განხორციელება-მეთქი, ნოეს მადლობა, რომ სახლში არ დამსვა და არ მითხრა, რა დროს ეს არისო, რაც ლოგიკური იქნებოდა“, – განაცხადა მოდელმა ეკო ფანგანის რუბრიკაში ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის დაოჯახებას უამრავი ადამიანი განიხილავს. მათი პირადი ცხოვრება საზოგადოების და განსაკუთრებით სელებრითების ცხოვრებით დაინტერესებულებს აღელვებთ. ნოესთვის ეს მესამე ოჯახია და მესამე შვილია. ცნობილ პროდიუსერს ვაჟი და ქალიშვილი სხვადასხვა ქალებისგან და სხვადასხვა ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ უფროს ვაჟსა და მომდევნო გოგონას მხოლოდ მამა აერთიანებთ, თინეიჯერები ძალიან მეგობრობენ. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მალე ნოე და ჯანეტი ცოლ-ქმარი გახდებიან, სუპერ-მოდელი სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდებოდა ქმრის შვილებთან. ინტერვიუებიდან ირკვევა, რომ ჯანეტი ბავშვებს დიდ ყურადღებას უთმობს.

მიუხედავად იმისა, რომ ნოეს მექალთანეობას აბრალებენ ყოფილი ცოლების გამო, ის და ჯანეტი საქართველოში ერთ-ერთი წარმოსაჩენი წყვილი გახდნენ. აღსანიშნავია, რომ გარეგნულმა მსგავსებამ და ერთნაირმა ინტერესებმა წყვილი უფრო დაამსგავსა და დააახლოვა. ულამაზესი წყვილი სკანდალური ცხოვრებით გამოირჩევა. ყველას კარგად ახსოვს ჯანეტის დამაინტრიგებელი განცხადება პირად ცხოვრებასა და მამაკაცებზე, რაც დიდი ხნის მანძილზე აქტიურად განიხილებოდა.

თბილისში ამ წყვილზე ყველა საუბრობს. ნოე სულაბერიძის მორიგი დაოჯახება მეგობრებისთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. ახალდაქორწინებულების ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა და ახლა პატარა ანგელოზის მოლოდინში არიან. საქმიანი და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ნოე და ჯანეტი დროს ერთად ხშირად ატარებენ. გარდა ამისა, მოდელი „პრაიმ შოუს“ გადაღებებს აქტიურად ესწრება. სწორედ ამ გადაცემაში გაუმხილა ქმარს ბავშვის სქესი.

ყველა ახალი ამბავი
0